ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვრპლა და 12 მძიმედ დაიჭრა

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ქალაქ ჰერათის ცენტრში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე ბომბი აფეთქდა. აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვრპლა და 12 მძიმედ დაიჭრა. დაჭრილებს შორის სამი პოლიციელია,

შაბათის ინციდენტს წინ უსწრებდა ჰერათის პროვინციის დედაქალაქში მომხდარი აფეთქება, რომელიც ველოსიპედზე დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია. აფეთქება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა.

შაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ავღანეთში , ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანელი ჯარისკაცი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG