ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მაკდონალდის გახსნიდან 20 წელი გავიდა


საბჭოთა კავშირის ბაზარზეე შესვლის მოლაპარაკებებისთვის მაქდონალდს 14 წელი დასჭირდა. რუსეთში გახსნიდან 20 წლის თავთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა ჯეიმს სკინერმა თქვა, რომ წლის ბოლომდე რუსეთის გარშემო 45-მდე რესტორნის გახსნას გეგმავს.

ჯორჯ კოჰონი რუსეთში და კანადაში მაქდონალდის დამფუძნებელია. ის ამბობს რომ თავიდან მოლაპარაკბები წინ მძიმედ მიიწევდა.

"ჩვენ დროს ვკარგავდით. უნდა აგვეხსნა რა იყო მაქდონალდსი. პესიმიზმი იგრძნობოდა. პირველ ეტაპზე გვეგონა რომ საქმეს ვერ გადავწყვეტდით. ამას 14 წელი მოვანდომეთ. მეორე ეტაპი კარგი თანამშრომლების პოვნა იყო.

1990 წელს საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო. დასუსტებული ეკონომიკითა და პოლიტიკური არასტაბილურობით. ხარმაზ ხაზბულატოვი პუშკინის მოედანზე პირველი მაქდონალდსის მმართველი იყო, დღეს მაქდონალდ რუსეთის პრეზინდეტია.

მისი თქმით, პოლიტიკური სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო, ეკონომიკა სხვანაირი, თითქმის წარმოუდგენელი იყო იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნებოდა მომავალი. ჰიპერ ინფლაციის გამო, ფულის გადახურდავებაც კი შეუძლებელი იყო.

ნატალია კოლესკნიკოვამ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ მაქდონალდსმა მას დახურულ ქვეყანაში თავისუფლების გემო გაასინჯა.

" პირველად მაქდონალდში დღესასწაულივით მივდიოდი, ხალხი მთელი მოსკოვიდან მოდიოდა. რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, სტუმრებს ორ რამეს ვუჩვენებდით, კრემლს და მაქდონალდს."

რა გახდა ამერიკული სწრაფი კვების პუნქტის ასეთი პოპულარობის მიზეზი ყოფილ საბჭოთა კავშირში? ჯორჯ კოჰონი ამბობს, რომ მაქდონალდსმა გააკეთა ის, რაც თავის დროზე ვერ შეძლო საბჭოთა კავშირის მთავრობამ.

"ჩვენ ის შევასრულეთ რისი დაპირებაც მივეცით. მისაღებ ფასად ხალხს გემრიელი და ხარისხიანი საკვები შევთავაზეთ."

ბიგ მაკი მთელ მსოფლიოში ბიგ მაკია. მისი გემოც ყველგან იგივეა. რამდენიმე პროდუქტი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მენიუ ძირითადად ყველგან ერთნაირია.

მაქდონალდსში რუსეთში დღეში მილიონობით ადამიანი შედის. შედეგად კომპანიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. დენის ჰენექუინი ევროპის მაქდონალდსის ხემძღვანელია.

"ჩვენ რუსეთში 2010 წელს იმაზე მეტ ინვესტიციას ჩავდებთ, ვიდრე ოდესმე. 2009 წელი სარეკორდო იყო, მაგრამ ჩვენ 20 პროცენტით მეტის ინვესტირებას ვაპირებთ."

ჯორჯ კოჰონი თვლის, რომ რუსეთში მაქდონალდის წამატებამ ის გააოცა და ის პროცესის გაგრძელებას მოელის.

"როდესაც პირველად გავსინჯე, მივხვდი, რომ ხალხი მას შეიყვარებდა. ისინი აქ ყველაზე აქტიუარდ დადიან."

კომპანიას რუსეთის ქალაქების გარშემო დღეს 60 რესტორანი აქვს და წელს, შემდგომი გაფართოვებისთვის 135 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG