ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ჰაიტის სასამართლოს წინაშე  


დღეს ათი ამერიკელი მოქალაქე პორტოპრენსის სასამართლოს წინაშე წარსდგება. მათ ბრალი ჰაიტელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონო გაყვანაში ედებათ.

ამერიკელი მოქალაქეები,რომლებიც ამერიკული ბაზის საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან ,პარასკევს ღამე დააკავეს,როცა ისინი 33 ჰაიტელი ბავშვის დომენიკის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

ბავშვები პორტოპრენსის თავშესაფარში საერთაშორისო დახმარების ჯგუფმა დააბრუნა.თავშესაფრის პრესცენტრის განცხადებით, უმეტესი მათგანი გაუწყლოვანების პრობლემითაა დასუსტებული,რამოდენიმე მოზარდი კი დაჟინებით ამტკიცებს,რომ მშობლები ცოცხალი ჰყავს მისამართებსა და ტელეფონის ნომრებსაც ასახელებს.

XS
SM
MD
LG