ამერიკელი სენატორის ჯიმ ვების განცხადებით მან თხოვნით მიმართა ბირმის სამხედრო ხელმძღვანელობას შინაპატიმრობიდან განათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი აუნგ სან სუ ჩი.
ამერიკელმა სენატორმა ეს განცხადება ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის ბირმიდან ჩავიდა. ჯიმ ვებმა ტაილანდში ამერიკის მოქალაქე ჩაიყვანა, რომელიც ოპოზიციის ლიდერის სახლში უკანონო შეჭრისთვის იყო დაკავებული.
სენატორმა ბირმის მთავარსარდალს გენერალ თან შვის პირადად სთხოვა მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის განთავისუფლოს აუნგ სან სუ ჩი. მან ამავე დროს მადლობა უთხრა ბირმის ხელმძღვანელბას დაკავებული ამერიკელის განთავისუფლებისათვის.