ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის პარლამენტმა გადასდო კენჭის ყრა  ბიშკეკთან არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ


ყირგიზეთის პარლამენტმა მომავალი კვირისთვის გადასდო კენჭის ყრა ბიშკეკთან არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ. ამ ბაზას ამერიკელები ავღანეთში სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის იყენებდნენ.

ოთხშაბათს ყირგიზეთის მთავრობამ წარადგინა პარლამენტში კანონპროექტი. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა როიტერთან საუბრისას განაცხადა, რომ კანონმდებლები კანონს სავარაუდოდ შემდეგი კვირისთვის უყრიან კენჭს.ყირგიზეთის პარლამენტში განხილვების და ხმის მიცემის პროცესის გადავადება იძლევა დროს რათა მოლაპარაკებები წარიმართოს ამერიკასა და ყირგიზეთს შორის.პარლამენტში კანონპროექტის შეტანიდან რამდენიმე საათში მოსკოვმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ხელი შეუწყოს აშშ-ს რათა მათ ავღანეთში მოამარაგონ ამერიკელი ჯარისკაცები, მაგრამ ეს რუსეთის გავლით უნდა მოხდეს. პენტაგონი თვლის , რომ მიუხედავად მანასის სამხედრო ბაზის დახურვისა მათ მაინც ექნებათ საშუალება გამონახონ ალტერნატიული გზები რათა აწარმოონ საერთაშორისო სამხედრო კამპანია ავღანეთში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით აშშ-ს არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით ყირგიზეთის მთავრობისგან


XS
SM
MD
LG