ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარფურში ყოველთვიურად ხუთი ათასი ადამიანი იღუპება


სუდანის უშიშროების სამსახურის უფროსმა გააფრთხილა უცხოელი მოქალაქეები , რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტ ომარ ჰასან ალ-ბაშირს საერთაშორისო სასამართლო ბრალდებებს დაუმტკიცებს ,რადიკალებმა შესაძლოა უცხოელები თავიანთ სამიზნედ გაიხადონ. მედიამ სუდანის ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების სამსახურის უფროსის ეს განცხადება ოფიციალურად გაავრცელა. საერთაშორისო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტლებას უახლოეს ხანებში მიიღებს და ბაშირის ბედიც მალე გადაწყდება .შეგახსენებთ,რომ პრეზიდენტ ბაშირს დარფურში განხორციელებულ გენოციდში ედება ბრალი. გასულ თვეს პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიცილურად განუცხადა,რომ დარფურში ყოველთვიურად ხუთი ათასი ადამიანი იღუპება.

XS
SM
MD
LG