ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუჩის ბავშვები: ლიკა და ნასტია


უსახლკარო ბავშვთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება. მათი უმეტესობა საშუალო განათლებას არ იღებს და თავს მათხოვრობით ირჩენს. უმეტეს შემთხვევაში ეს ბავშვები მათხოვრობას სამსახურს ეძახიან და საარსებო მინიმუმის მოპოვებას, სწორედ ამგვარი მუშაობით ცდილობენ. სამწუხაროდ საზოგადოება ამ ბავშვების მიმართ არცთუ მეტად სოლიდარულია, არ ხდება ამ ბავშვების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და რაც მთავარია მათი მომავლის განსაზღვრა. საინტერესოა, რას ყვებიან ისინი საკუთარი თავის შესახებ, როგორც ცხოვრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ქუჩაში, რაზე ოცნებობენ და ა.შ. ჩვენი გადაცემის რესპოდენტი ორი იმ ბავშვთაგანია, რომელიც თავს ქუჩაში, მათხოვრობით ირჩენს, სახლკარის და მშობლების გარეშეა დარჩენილი. ლიკა და მაია – მე 6 წლამდე სახლში ვიყავი, მერე დედა მომიკვდა, მამა დამიჭირეს და იმის მერე ქუჩა-ქუჩა დავდივარ. ხან მათხოვრობით ვირჩენ თავს, ხან ხატებს ვყიდი, ხან ვიპარავ... ზოგი გვაძლევს, ზოგი წიხლს ამოგვარტყავს, ზოგი უბრალოდ უარს გევუბნება. პატარა რომ ვიყავი მამა მირტყამდა, დედასაც სცემდა. კარგი მარტო ის არის, რომ 4 კლასი მაქვს დამთავრებული. 14 წლის ვიყავი, რომ ბიჭმა მომიტაცა და გავთხოვდი. 3 წელი გათხოვილი ვიყავი, მერე ის ბიჭი დაიჭირეს და გავშორდი. ჩემი დედა დაჭერილია, ნახევარ წელიწადში მამაჩემი მოკვდა. ახლა დედა მენატრება. ამნისტიით შეიძლება გამოუშვან. სახლკარი რომ გვექნება, დედა ციხიდან გამოვა მერე კი შევალ სკოლაში. ახლაც დავდივარ ხოლმე რაღაც სკოლაში, და 4-5 საათის მერე ვმუშაობ. შესაძლებელია ყველაზე მეტად შემაშფოთებელი სწორედ ის იყოს, რომ ეს ბავშვები ფულის მათხოვრობას სამსახურს და სამუშაოს უწოდებენ. უწოდებენ და ასეც მიიჩნევენ. სწორედ ამ ტიპის დამოკიდებულებამ საკუთარი ცხოვრების მიმართ, შეიძლება მთლიანად დაასახიჩროს არა მხოლოდ მათი დღევნადელი დღე, არამედ მომავალი. რთული წარმოსადგენია, რომ ბავშვმა, რომელიც ადრეული ასაკიდან ეჩვევა უმუშევრობას და საარსებო საშუალების ამ გზით მოპოვებას ახერხებს, მომავალში შრომა, პროფესიის შეძენა და შესაძლებელია გაცილებით უფრო ნაკლების მოპოვებას შეეგუოს. დღის განმავლობაში, ეს ბავშვები საშუალოდ 20-30 ლარს შოულობენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში საშუალო ხელფასზე, შემოსავალზე უფრო მეტია. ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო რთული დასაჯერებელია, ვინმემ შრომა და გაცილებით უფრო ნაკლები შემოსავლის მიღება არჩიოს, როდესაც უფრო მარტივი და მაღალანაზღაურებადი საშუალებები არსებობს. და თუკი ამ ბავშვების რაოდენობას გავითავლისწინებთ, მაშინ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის არის, თუ ამ თაობის რამდენი წარმომადგენელი მოინდომებს შრომას და ამ გზით არსებობას. უსახლკარო ბავშვთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება. მათი უმეტესობა საშუალო განათლებას არ იღებს და თავს მათხოვრობით ირჩენს. უმეტეს შემთხვევაში ეს ბავშვები მათხოვრობას სამსახურს ეძახიან და საარსებო მინიმუმის მოპოვებას, სწორედ ამგვარი მუშაობით ცდილობენ. სამწუხაროდ საზოგადოება ამ ბავშვების მიმართ არცთუ მეტად სოლიდარულია, არ ხდება ამ ბავშვების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და რაც მთავარია მათი მომავლის განსაზღვრა. საინტერესოა, რას ყვებიან ისინი საკუთარი თავის შესახებ, როგორც ცხოვრობენ, როგორ აღმოჩნდნენ ქუჩაში, რაზე ოცნებობენ და ა.შ. ჩვენი გადაცემის რესპოდენტი ორი იმ ბავშვთაგანია, რომელიც თავს ქუჩაში, მათხოვრობით ირჩენს, სახლკარის და მშობლების გარეშეა დარჩენილი. ლიკა და მაია – მე 6 წლამდე სახლში ვიყავი, მერე დედა მომიკვდა, მამა დამიჭირეს და იმის მერე ქუჩა-ქუჩა დავდივარ. ხან მათხოვრობით ვირჩენ თავს, ხან ხატებს ვყიდი, ხან ვიპარავ... ზოგი გვაძლევს, ზოგი წიხლს ამოგვარტყავს, ზოგი უბრალოდ უარს გევუბნება. პატარა რომ ვიყავი მამა მირტყამდა, დედასაც სცემდა. კარგი მარტო ის არის, რომ 4 კლასი მაქვს დამთავრებული. 14 წლის ვიყავი, რომ ბიჭმა მომიტაცა და გავთხოვდი. 3 წელი გათხოვილი ვიყავი, მერე ის ბიჭი დაიჭირეს და გავშორდი. ჩემი დედა დაჭერილია, ნახევარ წელიწადში მამაჩემი მოკვდა. ახლა დედა მენატრება. ამნისტიით შეიძლება გამოუშვან. სახლკარი რომ გვექნება, დედა ციხიდან გამოვა მერე კი შევალ სკოლაში. ახლაც დავდივარ ხოლმე რაღაც სკოლაში, და 4-5 საათის მერე ვმუშაობ. შესაძლებელია ყველაზე მეტად შემაშფოთებელი სწორედ ის იყოს, რომ ეს ბავშვები ფულის მათხოვრობას სამსახურს და სამუშაოს უწოდებენ. უწოდებენ და ასეც მიიჩნევენ. სწორედ ამ ტიპის დამოკიდებულებამ საკუთარი ცხოვრების მიმართ, შეიძლება მთლიანად დაასახიჩროს არა მხოლოდ მათი დღევნადელი დღე, არამედ მომავალი. რთული წარმოსადგენია, რომ ბავშვმა, რომელიც ადრეული ასაკიდან ეჩვევა უმუშევრობას და საარსებო საშუალების ამ გზით მოპოვებას ახერხებს, მომავალში შრომა, პროფესიის შეძენა და შესაძლებელია გაცილებით უფრო ნაკლების მოპოვებას შეეგუოს. დღის განმავლობაში, ეს ბავშვები საშუალოდ 20-30 ლარს შოულობენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში საშუალო ხელფასზე, შემოსავალზე უფრო მეტია. ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო რთული დასაჯერებელია, ვინმემ შრომა და გაცილებით უფრო ნაკლები შემოსავლის მიღება არჩიოს, როდესაც უფრო მარტივი და მაღალანაზღაურებადი საშუალებები არსებობს. და თუკი ამ ბავშვების რაოდენობას გავითავლისწინებთ, მაშინ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის არის, თუ ამ თაობის რამდენი წარმომადგენელი მოინდომებს შრომას და ამ გზით არსებობას.
XS
SM
MD
LG