ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი აგრძელებს ერაყში გამაგრებული ქურთი მემაბოხეების დაბომბვას


თურქეთი აგრძელებს ერაყში გამაგრებული ქურთი მემაბოხეების დაბომბვას.

თურქეთის არმია აცხადებს, რომ აგრძელებს თურქეთისა და ერაყის ტერიტორიაზე გამაგრებული ქურთი მემაბოხეების საჰაერო დაბომბვას. არმიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დღეს დაიბომბა თურქეთის სამხრეთისა და ერაყის ჩრდილოეთის მთიან რეგიონებში მდებარე ორი პუნქტი. ეს უკვე მეოთხე საჰაერო დაბომბვაა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ქურთი მემაბოხეების მიერ თურქეთის სამხრეთში განხორციელებულ თავდასხმას ჩვიდმეტი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთი ქურთების მუშათა პარტიის შეიარაღებულ რაზმებს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული ებრძვის. ქურთების მუშათა პარტია თურქეთის სამხრეთში და მიმდებარე ქვეყნების ტერირიების ნაწილზე ქურთული სახელმწიფოს შექმნას ლამობს.

XS
SM
MD
LG