ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული ქურთი ამბოხებულები დაბომბა


თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული ქურთი ამბოხებულები დაბომბა.

დღეს თურქეთმა საჰაერო იერიში მიიტანა ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებულქურთ ამბოხებულებზე. გუშინ თურკეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქურთი მემბოხეები ერაყის ტერიტორიას თურქეთის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ. თურქმა გენერალმა ჰასან იგზისმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში არსებული ქურთული ავტონომიის ადმინისტრაცია თურქ სამხედროებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. გენერალმა ამის შსახებ, გასულ პარასკევს ქურთების მუშათა პარტიის მიერ განხორციელებულ თავდასხმაში დაღუპული თხუთმეტი თურქი ჯარისკაცის დაკრძლვის ცერემონიაზე განაცხადა. ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებამ დაგმო ეს თავდასხმა და განაცხადა, რომ მთავრობა ქურთების მუშათა პარტიას დახმარებას არ უწევს.

XS
SM
MD
LG