ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი, თურქეთი და ერაყი ერთობლივად იმოქმედებენ ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ


”აშშ-ი, თურქეთი და ერაყი ერთობლივად იმოქმედებენ ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ” - აცხადებს აშშ-ის სახემწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. ეს განცხადება ქალბატონმა რაისმა დღეს გზად თურქეთში რეპორტიორების წინაშე გააკეთა. მან ქურთ მუშათა პარტიას საერთო მტერი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირე სახემწიფოები ერთად იღვაწებენ, რათა ყველაზე ქმედითი გზები გამონახონ ამ ორგანიზაციის დასამარცხებლად. მან იქვე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ადგილი არ ჰქონდეს დესტაბილიზაციას ერაყის ჩრდილოეთში. ქალბატონი რაისი დღეს ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოგანსა და თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გულს ხვდება. ხვალ სტამბოლში ქალბატონი რაისი დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას ერაყის საკითხზე. ამ ფონზე თურქეთი მთავრობამ განაცხადა, რომ მისი მიერ შემუშავებული ეკონომიური სანქციები ქურთი მეამბოხეებისა და მათი მომხრეების, და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.


XS
SM
MD
LG