ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტარები პრეზიდენტის პასუხს ელიან


საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას გადადგომის საკითხს აყენებს. ამ მოთხოვნის წინა პლანზე წამოწევა გამოიწვია ტელევიზიით ფარული ჩანაწერების ჩვენებამ, სადაც ლაპარაკი იყო სანდრო გირგვლიანის, 27 მარტის ციხის ბუნტის და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, დემოკრატიული ფრონტის წევრები არა მხოლოდ შს მინისტრის, არამედ ყველა იმ თანამდებობის პირის გადადგომას მოითხოვენ, რომლებსაც დამნაშავეებთან კავშირი აქვთ. ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს ახალმა მემარჯვენეებმა, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, თუ ამ დღეებში რაიმე სკანდალური მოხდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოხდება იმიტომ, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერების ფაქტი გადაფაროს.

ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, შს მინისტრის კრიმინალურ ბანდასა და ქართულ საზოგადოებას შორის ! - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ცნობილია, გასულ სასესიო კვირას საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს უნდა სწვეოდა, სავარაუდოდ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით შემდეგ სასესიო კვირას წარსდგება. საპარლამენტო ოპოზიციას უამრავი კითხვა აქვს მიხეილ სააკაშვილთან, რომელზეც პასუხს ელოდება. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლების ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ძირითად აინტერესებთ პრეზიდენტის პასუხი გირგვლიანის, რობაქიძის და ა.შ მკვლელობებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG