ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სენატი ერაყის ომის პოლიტიკაში კონგრესის როლის შესახებ ბჭობს.


ექსპერტების ჯგუფი, სენატის იურიდიულ კომიტეტს უმტკიცებს, რომ კონგრესს აქვს იმის უფლება, რომ შეზღუდოს პრეზიდენტის მიერ ჯარისათვის ბრძოლის ბრძანების გადაწყვეტილება.

პენსილვანიის შტატის წარმომადგენელი რესპუბლიკელი სენატორი არლენ სპექტერი არ ეთანხმება პრეზიზენტის მიერ იმის მტკიცებას, რომ როდესაც საქმე ერაყში პოლიტიკის გატარებას ეხება, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი საკითხია. სპექტერი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება და მასზე პასუხისმგებლობაც აუცილებლად ერთობლივი უნდა იყოს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ვისკონსინის შტატის წარმომადგენელმა დემოკრატმა სენატორმა რას ფეინგოლდმა თქვა, რომ იგი ახალი კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომლის თანახმადაც ექვსი თვის პერიოდის გავლის შემდეგ ერაყში მოქმედ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს დაფინანსება უნდა შეუწყდეს.

XS
SM
MD
LG