დღეს ბაღდადში სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის მიმდინარეობა განახლდა. ყოფილ დიქტატორს 1980 წლებში ერაყის ქურთების წინააღმდეგ გენოციდში ედება ბრალი.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ახალ ფაზაში, ბრალდების მიერ წარმოაჩენილი საბუთების თანახმად, სადამ ჰუსეინსა და მისი რეჟიმს, 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან ერაყის ომის დროს, ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.