ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში პაკისტანის ლიდერს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის


პრეზიდენტმა ბუშმა პაკისტანის პრეზიდენტთან ფერვეზ მუშარაფთან მისი შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ ეს გულითადი და პოზიტიური საუბარი იყო. ბატონმა ბუშმა პაკისტანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყნის მოსახლეობის უშიშროების დაცვის მიზნით ამერიკასთან ერთად საერთო სტრატეგიით მოქმედებისათვის. “მე მინდა ამერიკელებსა და პაკისტანელებს სევახსენო ის, რომ ამერიკის პაკისტანისა და დიდი ბრიტანეთის უშისროების სამსახურების მიერ ჩატარებული დიდი შრომის წყალობით, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ” ციტატის დასასრული. ბატონმა მუშარაფმა თქვა, რომ მიუხედავად მედიაში გაჟღერებული ინფორმაციისა, მისმა მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას პაკისთანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციის უხუცესებთან, რომლის თანახმადაც უხუცესები თალიბებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. “პირველყოვლისა ჩვენს ტომებით დასახლებულ რეგიონში და ავღანეთშიც შეწყდება ალ-ყაიდას მოქმედება. აქ თალიბებიც ვეღარ მოიკიდებენ ფეხს. რეგიონს აღარ ემუქრება თალიბანიზაცია, ანუ ცხოვრების მოძველებული და შეზღუდული ხედვა”. თქვა ბატონმა მუშარაფმა. პრეზიდენტი ბუში მიესალმა პრეზიდენტ მუშარაფსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგჰს შორის, სულ ახლახანს ჩატარებული შეხვედრის შედეგად, ორ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყებას. პრეზიდენტის სიტყვებით: “ეს შეხვედრა იმის მაუწყებელია, რომ ორივე ქვეყანა, მათ შორის ათწლეულების განმავლობაში დაძაბულობის გამომწვევი ქაშმირის პრობლემის მოგვარებას ცდილობს”. ბატონმა მუშარაფმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2007-დი წლისათვის პაკისტანში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. პრეზიდენტ ბუშის სიტყვებით: “ ბატონ მუშარაფს კარგად ესმის ის, რომ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის დამარცხების საუკეთესო იარაღს, ხალხისათვის ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენს”. “ყოველ ცვენგანს მართებს, დანარჩენების რწმენისადმი პატივისცემის გამოხატვა. საჭიროა, რომ მსოფლიოს ყველა მუსლიმმა იცოდესის, რომ აქ ამერიკაში მათი ძალზე ბევრი თანამორწმუნე მშვიდობიანად ცხოვრობს”. თქვა ბატონმა ბუშმა. “ამერიკა ისლამს პატივს სცემს. ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ ვინც ისლამის სახელით მკვლელობას სჩადის”. დაასრულა პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG