ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ფართოვდება.


ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მართვადი პალესტინის ხელისუფლების რამდენიმე მინისტრი და კანონმდებელი დააკავეს.

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დგინდება ქალაქ რამალაში დღეს აყვანილი ჰამასის წევრების მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობაში.

ისარელის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან რომ შეიძლება მოხდეს ებრაელი ჯარისკაცის პალესტინელ მაღალჩინოსნებზე გაცვლა.

ამის ფონზე ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ფართოვდება.

საავიაციო იერიშის დროს ადარტყმა მიიტანეს ავტომანქანაზე რომელშიც ისალმური ჯიჰადის მაღალჩინოსანი იჯდა, თვითმხილველების თანახმად იგი გადარჩა.

XS
SM
MD
LG