ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფონ დერ ლაიენი კიევში: უკრაინა ევროპულ ღირებულებებს იცავს


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში იმყოფება. კიევში ამ სიმბოლური ვიზიტისას, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 78-ე წლისთავსს ზეიმობს, ფონ დერ ლაიენმა უკრაინას "ევროპული ღირებულებების გულისცემა" უწოდა. ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთს "ნამდვილი ომი" აქვს გაჩათებული და რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ფონ დერ ლაიენმა თავდაცვის საკითხები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციწბი და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის თემა განიხილეს. მან ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო წარუმატებლობასაც უკრაინაში და თქვა, რომ მათ ჯერაც ვერ მოახერხეს ქალაქ ბახმუტის აღება, რომლის დაპყრობასაც 9 მაისისს საზეიმო ცერემონიეამდე გამორჩეული მონდომებით ცდილობდნენ.

ბახმუტისთვის ბრძოლა უკვე თვეებია გრძელდება და სხვადასხვა შეფასებით, გადამწყვეტი უპირატესობა ამჟამად არც ერთ მხარეს არ აქვს.

ფონ დერ ლაიენის კიევში ვიზიტის პარალელურად ევროკავშირი "ევროპის დღეს" ზეიმობს, რომელიც ახლა უკვე უკრაინაშიც აღინიშნება - ქვეყნის დასსავლური მისწრაფებების ხაზგასასმელად. ფონ დერ ლაიენი, რომელიც კიევში რუსეთის ფრთოსანი რაკეტების იერიშის პარალელურად ჩავიდა, ამ გადაწყვვეტილებას მიესალმა და "ტვიტერზე" დაწერა: "კარგია კიევში დაბრუნება. იქ, სადაც ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღიურად იცავენ. უკრაინა არის ფრონტის ხაზი ყველაფერ იმის დასაცავად, რასაც ევროპელები ვაფასებთ, გვწამს. ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი აზრისა და სიტყვის თავისუფლება. უკრაინა მამაცურად იბრძვის ევროპის იმ იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ მალე სანქციების მეთერთმეტე პაკეტს ელოდება და ის ქვეყნის ატომური სექტორის მიმართ მნიშვნელოვან შეეზღუდვებსაც მოიცავს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ზოგიერთი მეზობლის მხრიდან უკრაინული პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა და თქვა, რომ საჭიროა "ძლიერი ევროპული გადაწყვეტილება" იმისთვის, რომ ისინი მოიხსნას.

უკრაინის მეზობლებს ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენცია უჭირთ, რაც ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდა უკრაინული ხორბლის, მზესუმზირის თესლის და სხვა მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG