ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი, რუს იარაღის დილერზე გაცვალეს


აშშ-მა და რუსეთმა, პატიმრები გაცვალა. ამჯერად, ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი, ბრიტნი გრინერი, რუს იარაღის დილერ ვიქტორ ბუტში გაიცვალა.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ეს ორ ქვეყანას შორის, პატიმრების მეორე გაცვლაა.

რუსეთის საგარეო უწყებამ "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა ცნობა, რომ გაცვლის ოპერაცია აბუ-დაბის აეროპორტში ჩატარდა. ამერიკელ ოფიციალურ პირებს გაცვლის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ მედია წყაროებს ციტირებს, რომ გრინერი რუსეთის ციხეში აღარ იმყოფება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ თემაზე განაცხადა, რომ "ამ დღისთვის აშშ დიდი ხანია მუშაობდა,"-და მანვე დააზუსტა, რომ გრინერი უსაფრთხოდ გრძნობს თავს და შინისკენ მოფრინავს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პატიმრების გაცვლა პრესკონფერენციაზე დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრინერი რუსეთში გამართული "საჩვენებელი სასამართლო პროცესის" შემდეგ, "არასწორად დააკავეს".

”ეს არის დღე, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. ის უსაფრთხოდ არის, ის თვითმფრინავშია, ის სახლში მოდის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG