ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი: პოლიტიკური კლასი დაშორდა, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს


გამოკითხულთა 42% ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს; 35% კი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 72% სურს, მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ახალი პოლიტიკური ძალები იხილოს. არსებული პოლიტიკური სპექტრი გამოკითხულთა მხოლოდ 22%-ს აკმაყოფილებს.

2021 წლის ივნისსა და 2022 წლის მარტში, საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენას მხარს, შესაბამისად, 60-61% უჭერდა, ახლა ეს მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა. ამავე დროს, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 42%-ის ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს; 35% კი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა.

მთავრობა, ისე ოპოზიცია, ერთის მხრივ აცდენილია სახელმწიფოს საჭიროებებს, და მეორეს მხრივ აცდენილია, საზოგადოების საჭიროებებს. ისინი ჩაიკეტნენ საკუთარ ნაჭუჭში და ვეღარ ხედავენ, ვერაფერს საკუთარი ცხვირის მიღმა
გიორგი გობრონიძე, „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“

„პირველ რიგში, ეს აიხსნება ყველა ფუნდამენტურ საკითხზე, პოლიტიკური პარტიების ჩამოუყალიბლებლობით. არ არსებობს, არა თუ ზოგადი სამოქალაქო თუ პოლიტიკური კონსენსუსი, არამედ არ არ არსებობს, კონსენსუსი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაც“ - ასე ხსნის პოლიტიკური კლასის მიმართ, საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვან ცვლილებას „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე.

მისი თქმით, "როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, ერთის მხრივ, აცდენილია სახელმწიფოს საჭიროებებს, და მეორეს მხრივ აცდენილია, საზოგადოების საჭიროებებს. ისინი ჩაიკეტნენ საკუთარ ნაჭუჭში და ვეღარ ხედავენ, ვერაფერს საკუთარი ცხვირის მიღმა.

ასეთი რამ დაემართა, არაერთ ევროპულ პოლიტიკურ პარტიას, რის შემდეგაც, ზოგიერთ ქვეყნებში მოუწიათ, რადიკალი მემარჯვენეებისა და პოპულისტების შეკავება, რომ ისინი არ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.

გობრონიძე პოლიტიკური კლასის კრიზისზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00

საქართველოშიც რასაც ვხედავთ, ეს არის მსგავსი პროცესი, როცა მეინსტრიმული პოლიტიკური ძალები დაშორდნენ საზოგადოებას და ევროპისგან განსხვავებით, დაშორდნენ სახელმწიფოსაც.

სწორედ ამას აჩვენებს, კვლევა, რომ პარტიები მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს ვერ გამოხატავენ, ანუ საზოგადოება ერთგვარ პოლიტიკურ აპათიაში შედის და ეს აჩენს, სერიოზულ რისკებს სამომავლოდ, ქვეყნის პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი გობრონიძემ.

ზოგადი აპათია ელექტორატში, ანალიტიკოსების აზრით, გამოწვეულია, როგორც მმართველ, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებით. „ქართული ოცნებისგან“ ხელოვნურად ე.წ „ხალხის ხმის“ გამოყოფა და მათთვის, "ოცნების" ანტიდასავლური ფრონტის „ჩაბარება“, პოლიტიკურად აზარალებს მმართველ ძალას და მის ამომრჩეველს.

გამყრელიძე ოპოზიციის სისუსტის მიზეზებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:57 0:00

მეორეს მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული მორიგი ფეთქებადი პროცესები, რა დროსაც, პარტიაზე გავლენის დაბრუნებას, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და ყოფილი პრემიერი და შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ცდილობენ, მთავარი ოპოზიციურ პარტიის სამომავლო პერპექტივებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

დღეს რო ჩატარდეს არჩევნები ოპოზიცია უმძიმეს მარცხს განიცდიდა. ძალიან დასუსტებულია. რაც მთავარია, სრულად არის ნდობა დაკარგული როგორც ოპოზიციონერი, ისე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების მიმართ
მამუკა გამყრელიძე, "ევროპელი დემოკრატები"

„დღეს რო ჩატარდეს არჩევნები ოპოზიცია უმძიმეს მარცხს განიცდიდა, ძალიან დასუსტებულია. რაც მთავარია, სრულად არის ნდობა დაკარგული როგორც ოპოზიციონერი, ისე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების მიმართ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ოპოზიციური პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანმა, ყოფილმა ელჩმა ჩინეთში მამუკა გამყრელიძემ.

გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის დასუსტების ფონზე, ხელისუფლების ხელში რჩება დიდი ადმინისტრაციულ-ფულადი რესურსი და კრიზისში მყოფ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენა მხოლოდ ამის ხარჯზე შეუძლია..

„როგორ განვითარდება სიტუაცია მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, გაიყოფა ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, არ გაიყოფა, რა შეიცვლება, ეს ძალიან ბევრად განსაზღვრავს სხვა ოპოზიციური პარტიების სტრატეგიას. კარგი სიტუაცია ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებას უარესი სიტუაცია აქვს.

თუ, გამოვრიცხავთ ადმინისტრაციულ რესურს, მეტი სხვა, მათ არაფერი არ აქვთ. მე ასეთი საოცარი მდგომარეობა ვერც კი წარმომედგინა, ასეთი ლანძღვა უცხო ქვეყნის მოხელეების, აღმასრულეებლი ხელისუფლების წარმომადგენლების, ევროკავშირის თუ შეერთებული შტატების, ასეთი უგვანო და უშვერი სიტყვებით მათი ლანძღვა და მოხსენიება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. პლინტუს დაბლაა ჩამოსული ქართული პოლიტიკური კლასის დონე, რაც ძალიან სამწუხაროა“ - ამბობს გამყრელიძე.

IRI-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოიკითხულთა 25% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12% - "ნაციონალურ მოძრაობას"; სხვა პარტიებმა 5%-იც ვერ დააგროვეს.

ბარამიძე: ოპოზიციას არ შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00

„ოპოზიციის რესურსები ძალიან შეზღუდულია, ეს ობიექტურად ასეა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რომ ოპოზიციას მათ წინააღმდეგ მოქმედების რაიმე ქმედითი რესურსი არ გააჩნია. ხელისუფლება დღეს არის ყველაფერზე წამსვლელი და ასეთ ვითარებაში ოპოზიციის კრიტიკას სამართლიანი საფუძველი არ აქვს“ - ამბობს სამართლის ექსპერტი, იურისტი სანდრო ბარამიძე.

„ოპოზიციის რესურსები ძალიან შეზღუდულია, ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რომ ოპოზიციას მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედითი რესურსი არ გააჩნია
სანდრო ბარამიძე, სამართლის ექსპერტი

ბარამიძეს, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტის დატოვების შემდეგ, ოპოზიციურ "თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა" მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები დიდწილად საერთაშორისო ვითარებაზეა დამოუკიდებული.

„სანამ უკრაინაში რუსეთი არ დამარცხდება, არ შეიცვლება მსოფლიო წესრიგი და „არ გამოიდარებს“, ქართული ოპოზიცია ბევრს ვერაფერს შეცვლის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი უკრაინას ავკიდოთ, რომელიც რუსეთთან მძიმე ომში მარტოა, რომ მხოლოდ უკრაინამ გააკეთოს ჩვენი საკეთებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც არ შეგვიძლია იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია“, - თვლის ბარამიძე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG