ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი სავარაუდოდ რიში სუნაკი იქნება


მას შემდეგ რაც კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას ბორის ჯონსონი გამოეთიშა, დიდი ალბათობით დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას რიში სუნაკი დაიკავებს.

სუნაკი 42 წლის არის და ის წარსულში ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის და კანცლერის თანამდებობას იკავებდა. ბრიტანეთში კანცლერის თანამდებობა პრემიერ-მინისტრის შემდეგ ყვალზე მნიშვნელოვანია. არსებობს მოლოდინი, რომ ის სულ მალე ჩაანაცვლებს ლიზ ტრასს.

რაც შეეხება მოლოდინებს: პარტია და ქვეყანაც მისგან სტაბილურობის აღდგენას მოელის, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლიზ ტრასმა 6 კვირიანი მოღვაწეობა გადადგომით დაასრულა. რაც შეეხება ჯონსონს, ის დასასვენებლად იმყოფებოდა და ლონდონში რამდენიმე დღის წინ ტრასის გადადგომის შემდეგ ჩავიდა.

ის ამბობს, რომ კონსერვატიულ პარტიაში მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ამის მიუხედავად პარტიის ლიდერობას და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს, რადგან მან კონკურენტების გაერთიანება ვერ მოახერხა. ჯონსონს კენჭისყრისთვის 100 პარლამენტარის ხმა სჭირდებოდა. ის ამბობს, რომ მოიპოვა 102 ხმა, თუმცა „ეროვნული ინტერესების“ ირგვლივ კანდიდატები მის გარშემო არ გაერთიანდნენ.

XS
SM
MD
LG