ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერმა ეკონომიკური გეგმის ჩავარდნისთვის ბოდიში მოიხადა


პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ბოდიში მოიხადა ბრიტანეთის ეკონომიკის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის გამო მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირების გეგმაზე უარი ეთქვა და მის ნაცვლად საჯარო ხარჯების შეკვეცის პროგრამა დაეწყო.

ინვესტორების მიერ გირვანქა სტერლინგის და მთავრობის ბონდების მიტოვებაში, კვირების განმავლობაში ბაზრების და „გლობალური შემხვედრი ქარის“ დადანაშაულების შემდეგ, ტრასმა ბოდიში მოიხადა რომ წლების განმავლობაში სტაგნაციური ეკონომიკური ზრდის პირობებიდან ბრიტანეთის უცბად გამოსაყვანი მისი რადიკალური ეკონომიკური გეგმა „ძალიან შორს და ძალიან სწრაფად“ წავიდა.

სააქციო ბაზრებზე ფასები 23 სექტემბრის „მინი ბიუჯეტის“ გამოცხადების შემდეგ მკვეთრად დაეცა და ისინი ჯერ კიდევ დეპრესირებულ მდგომარეობაშია პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან სულ ექვსი კვირის შემდეგ, ტრასი ახლა პრემიერობის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ნათელი არ არის ტრასის ბოდიში მისივე კონსერვატიულ, მმართველ პარტიაში მზარდ უკმაყოფილებას თუ ჩაახშობს. რამდენიმე კანონმდებელი მას გადადგომისკენ მოუწოდებს. პარლამენტის ათობით წევრი კი შიშობს, რომ მომავალ არჩევნებში სამსახურს დაკარგავს.

ახალმა გამოკითხვამ “YouGov” აჩვენა, რომ კონსერვატიული პარტიის იმ წევრებსაც კი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტრასს პრემიერი გამხდარიყო, აზრი შეეცვალათ. გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის იმ წევრთა ნახევარზე მეტმა თქვა, რომ ის უნდა გადადგეს, ერთ მესამედს კი სურს ტრასი მისმა წინამორბედმა, ბორის ჯონსონმა ჩაანაცვლოს.

XS
SM
MD
LG