ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის საფუძვლის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვენ


რესპუბლიკელები მოითხოვენ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროოს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის სახლის ჩხრეკა განხორციელდა.

გასულ კვირას, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლში ჩატარებული უპრეცედენტო ჩხრეკის ორდენიდან ჩანს, რომ ტრამპს შინ საიდუმლო დოკუმენტების 11 კომპლექტი ჰქონდა შენახული. ორდერიდან ასევე ჩავნს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს ჰქონდა სავარაუდო მიზეზი, რომ ჩხრეკა ჯაშუშობის აქტის შესაძლო დარღვევის საფუძველზე ჩაეტარებინა.

რესპუბლიკელები ასევე ითხოვენ უფრო დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებას იმის შესახებ, თუ რამ დაარწმუნა ფედერალური მოსამართლე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკის ორდერი გაეცა. ორდერმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს დეტალებს დოკუმენტებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის შესახებ. ამგვარი მტკიცებულებების დალუქვას, ფედერალური მოსამართლის თანხმობა სჭირდება.

„ვფიქრობს ამ დოკუმნეტის გამოქვეყნება დაგვეხმარება, ყოველ შემთხვევაში დაადასტურებს, რომ ამ რეიდის მოწყობის გამართლება არსებობდა“, განაცხადა დელეკომპანია NBC-სთან საუბრისას რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა.

იუსტიციის დეპარტამენტმა „უნდა აჩვენოს, რომ ეს არ იყო მხოლოდ „თევზაობის“ ექსპედიცია, რომ მათ ჰქონდათ სათანადო მიზეზი იმისთვის, რომ ეს გაეკეთებინათ და სხვა ყველა შესაძლო საშუალება ამოწურული იყო. და თუ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაშინ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს“, აცხადებს სენატორი.

ამასთან, გასულ კვირას, სენატის ორპარტიულმა დაზვერვის კომიტეტმა, რომელსაც დემოკრატი მარკ უორნერი და რესპუბლიკელი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ, იუსტიციის დეპარტამენტს და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს სთხოვა კომიტეტს დონალდ ტრამპის სახლიდან ამოღებული დოკუმენტები წარადგინოს.

გასულ კვირას, „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 კომპლექტი გამოიტანეს, მათ შორის, გრიფით „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტები.

გამოცემის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ მოსამართლეს ორდერის მისაღებ განაცხადში უთხრა, რომ არსებობდა ტრამპის მიერ ჯაშუშობის კანონის დარღვევის სარწმუნო საფუძველი. კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას კრძალავს.

მანამდე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა უარყო „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი სახლი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული შესაძლო საიდუმლო მასალების გამო გაჩხრიკა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG