ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საელჩო სასამართლოზე: ჩვენი დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

„30 წელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.

„30 წელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.
აშშ-ს საელჩო საქართველოში

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, „ქართული ოცნების“ დაწყებულ რთულ პოლემიკას საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ოცნებამ“ სიტყვიერი იერიში აშშ-ს საელჩოზე, მას შემდეგ მიიტანა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ვეღარ გაემგზავრებოდა აშშ-ში, ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიიდან ამოიღეს.

მანამდე, საელჩომ განაცხადა, რომ მოსამართლის გამოტანილი განაჩენი „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულება კანონის უზენაესობისადმი“. მოსამართლე ჩხიკვაძემ 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ციხეში 3 წლის და 6 თვის ვადით გაუშვა.

მმართველი ძალა დაჟინებით ითხოვდა საელჩოს განემარტა, ნამდვილად ამოიღეს თუ არა სიიდან მოსამართლე ჩხიკვაძე. ის ასევე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა „სრულად რეფორმირებულ“ სასამართლო ხელისუფლებაზე „ზეწოლასა და ბულინგს“.

ჯანეზაშვილი სასამართლო კლანის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00

„ხელისუფლება ვერ იქნება ამ სიტუაციაში თვითკრიტიკული, რადგან წლების მანძილზე, ხელს უწყობდა სასამართლოში კლანის გაძლიერებას და ახლაც მათ ინტერესებს იცავს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ნაზი ჯანეზაშვილმა, „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელმა, რომელიც 2017-2021 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

მისი თქმით, „როდესაც ხელისუფლება მხარს უჭერს სასამართლოში კლანურ მმართველობას და არ ცდილობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, ბუნებრივია, რომ მათ შეფასება იქნება ასეთი.

„ხელისუფლება ვერ იქნება ამ სიტუაციაში თვითკრიტიკული, რადგან წლების მანძილზე, ხელს უწყობდა სასამართლოში კლანის გაძლიერებას"
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, "სასამართლოს გუშაგი"

აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ეს ხელისუფლება შეიცვლება, აი მაშინ, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ამ მართლმსაჯულების ყველაზე მანკიერ მხარეებს.

ჩვენ უკან წავედით სასამართლოს რეფორმირების თვალსაზრისით, უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა და ფაქტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგად, ეფექტიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ის, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შექმნილი სასამართლო სისტემა, პრაქტიკულად უცვლელად გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“ ადასტურებს მაია მწარიაშვილი, იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თბილისის პროკურორის თანამდებობა ეკავა.

მწარიაშვილი სასამართლო ხელისუფლების "გადაბარებაზე"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

„პირველ წელს, სწორედ მაშინ პროკურატურაში ვიყავი, სასამართლო ხელისუფლება ისევ ძველი რეჟიმის, ხელისუფლების დაქვემდებარებაში იყო, ისინი ძალიან დიდ პრობლემებს ქმინდნენ, დაანახეს ახალ ხელისუფლებას კბილები და მერე შესთავაზეს საკუთარი სერვისი, სამსახური რაღაც-რაღაცეების სანაცვლოდ. ასე დაიწყო მათ შორის დალაგება, 2013 წლის ბოლოდან, აი, ასე დალაგდა.

"ისინი ძალიან დიდი პრობლემებს ქმინდნენ, დაანახეს ახალ ხელისუფლებას კბილები და მერე შესთავაზეს საკუთარი სერვისი, სამსახური რაღაც-რაღაცეების სანაცვლოდ, ასე დაიწყო მათ შორის დალაგება, 2013 წლის ბოლოდან, აი, ასე დალაგდა"
მაია მწარიაშვილი, იურისტი, თბილისის ყოფილი პროკურორი (2013)

სასამართლომ ნახა, რო ეს პროდუქტი იყიდება ბაზარზე და მომხმარებელი ჰყავს და სავარაუდოდ, იზრუნებს კიდევ, რომ მომავალში, სხვა ხელისუფლებაზეც გაყიდოს ეს პროდუქტი“ - იხსენებს მაია მწარიაშვილი „ამერიკის ხმასთან“.

ამ შეფასებებს, როგორც ჩანს უკვე იზიარებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც სასამართლო კლანის გაძლიერებაში, ექსპერტების აზრით, თავისი წილი მსუყე პასუხისმგებლობა აქვს. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ზურაბიშვილმა სასამართლო ხელისუფლება ღიად გაარკიტიკა.

„სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ” - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მმართველი პარტია „ქართულ ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს სასამართლოში კლანის არსებობას და საქართველოში გამჭვირვალე, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების "დიდ პროგრესზე" საჯაროდ საუბრობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვიანობის შემცირება, 3000-4000 საქმიდან, 154 საჩივრამდე, სწორედ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის მაჩვენებელია.

„ეს სტატისტიკა მკაფიო დასტურია, ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გამალებით ებრძვით, გახდა საქართველოში ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას“ - აცხადებს ოხანაშვილი.

იმავე აზრზეა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც წამოიწყო კიდეც ეს პოლემიკა აშშ-ის საელჩოსთან მოსამართლე ჩხიკვაძის და სხვა მოსამართლეების „დაცვა-დაწყნარების“ მიზნით.

"როდესაც ადამიანი ტელეკომპანიას ძარცვავს 7 მილიონი ლარით, რატომ უნდა დავურეკოთ ჩვენს მოსამართლეს და რატომ უნდა დავავალოთ მისი არდაჭერა, იმისათვის რო განაცხადი გვაქვს წარდგენილი ევროკავშირში"
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

რაც შეეხება გვარამიას, როდესაც ადამიანი ტელეკომპანიას ძარცვავს 7 მილიონი ლარით, რატომ უნდა დავურეკოთ ჩვენს მოსამართლეს და რატომ უნდა დავავალოთ მისი არდაჭერა, იმისათვის რომ განაცხადი გვაქვს წარდგენილი ევროკავშირში? ეს, არ ვიცი ამის გარჩევა თქვენთვის მომინდია“ - ეს ფრაზა კობახიძემ პარლამენტში ევროინტეგრაციის თაობაზე პოლიტიკური დებატებისას წარმოთქვა. „ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება მისი მიმართვის შემდეგ, „ძალიან სწორი განცხადებაა“.

ამ უპრეცედენტო და დაძაბული პოლემიკის კონტექსტში, საინტერესოა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძეს გვარამია „7 მილიონის მითვისების გამო“ არ დაუპატიმრებია, მოსამართლემ პროკურატურის ეს ბრალდება არ გაიზიარა, მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდების ამ ნაწილში, გვარამიას 50 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

აშშ-ის საელჩოს კი „ოცნების“ თავმჯდომარის საჯარო მოწოდების მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი უთქვას, თუ რა მიზეზით ვეღარ გაემგზავრება აშშ-ში, საელჩოს პროგრამით მოსამართლე ჩხიკვაძე. აშშ-ის საელჩომ მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რა დახმარებას გასწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რათა საქართველოს რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ჰქონდეს.

ჯანეზაშვილი სასამართლოს რეფორმირებაში აშშ-ის წვლილზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს მმართველი ძალა და მოსამართლეთა კორპუსი, რომელთა დიდ ნაწილსაც, მესამე სექტორი და საერთაშორისო აქტორები სასამართლო კლანის ნაწილად მიიჩნევენ, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს ღიად უპირისპირდებიან.

ანალოგიური, მწვავე დაპირისპირება მოხდა შარშან ზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გამომდინარე, საერთო კონსენსუსის გარეშე, მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა, ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა „უკან გადადგმულ“ ნაბიჯად შეაფასეს.

XS
SM
MD
LG