ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

საქართველო და ამერიკა დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავს მარტში აღნიშნავენ. როგორ ვითარდებოდა ეს ურთიერთობა და სად არის ის დღეს? ამ თემაზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუდან გაიგებთ, რას ფიქრობს ელჩი დეგნანი ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, პოლარიზაციაზე, რუსეთიდან შავი ზღვის რეგიონის მიმართ მომდინარე საფრთხეზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასა და აშშ-თან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ინტერვიუ 2 თებერვალს შედგა

ქალბატონო კელი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. წელს საქართველო და შეერთებული შტატები დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავენ. თქვენი გადმოსახედიდან, როგორ დაიწყო ეს პარტნიორობა, როგორ განვითარდა და სად ვართ დღეს?

დიდი მადლობა, ია. მიხარია თქვენი ნახვა და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენთან ყოფნა. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში ეს დიდი წელია. ცოტა ხნის წინ, დავიწყეთ დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე იუბილეს აღნიშვნა. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება არა მხოლოდ აქ, თბილისში, არამედ ჩავალთ ყველა რეგიონში.

უკვე ვიყავი სამეგრელოში. მთელი წლის მანძილზე, ვაპირებთ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას და მოუთმენლად ველი იმ ათასობით ქართველთან შეხვედრას, რომლებიც ამ 30 წლის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორობის ხერხემალს წარმოადგენენ. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი ვიზიტები. საელჩოში 30 სააგენტოა წარმოდგენილი, რომლებიც წლების მანძილზე, მუშაობენ ქართველებთან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულ სტუდენტებთან, თუ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებთან მუშაობა.

 დავამატებ, რომ საქართველოს მიზნები, ჩვენი მიზნებია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ იმას ემსახურება, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ძლიერი დემოკრატიის და ეკონომიკის აშენებაში. და, რა თქმა უნდა, იმაში რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს

ასევე გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის, რაც ერთ-ერთი უმთავრესი გზაა დავეხმაროთ საქართველოს შესაძლებლობების გაზრდაში ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდაცვის, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის მიმართულებით. ახლა, ცხადია საქართველოს დახმარებას ვუწევთ, კოვიდის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. USAID-ს ძალიან ძლიერი პროგრამები აქვს ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოსანახად.

დავამატებ, რომ საქართველოს მიზნები, ჩვენი მიზნებია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ იმას ემსახურება, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ძლიერი დემოკრატიის და ეკონომიკის აშენებაში. და, რა თქმა უნდა, იმაში რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს. მოუთმენლად ველოდები წლევანდელ იუბილეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობის მომავალში გაგრძელებას.

თქვენ ახლა თქვით, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, დემოკრატიული, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რომელიც ამერიკისგან ძალიან შორს და ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. ამასთან, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ისეთი სტაბილური და სწორხაზოვანი არ არის, როგორიც შეიძლება იყოს. რატომ აინტერესებს შეერთებულ შტატებს ეს ქვეყანა ამდენი ხანი?

ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი საერთო გვაქვს. დავიწყებდი ყველაზე ფუნდამენტურით - ჩვენი საერთო ღირებულებებით. ორივე ქვეყანას ღრმად სწამს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის. და, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან მრავალფეროვანი კულტურა ვართ.

შეერთებული შტატები ასევე აცნობიერებს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს რეგიონში აქვს. ხედვა, რომელიც საქართველოს აქვს იყოს დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთზე ან ირანზე არ გადის.

რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის არსებობა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია, კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად, ძალიან მნიშვნელოვანია.

რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი

ასევე, იმ როლის გამოც, რომელსაც საქართველოს თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ მხრივ საქართველოს როლი იზრდება, რადგან იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც, იქნება ეს სანაპირო დაცვა, ჯარი თუ საბაჟო. ეს ხშირად ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ შავ ზღვაში კომერციული გემები და ზოგადად მიმოსვლა არ ფერხდება.

ასევე ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ნარკოტიკების, იარაღის, ზოგჯერ ადამიანების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს, ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად.

რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი.

თქვენ საერთო ღირებულებები ახსენეთ და თქვით, რომ ეს ღირებულებები ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის ერთ-ერთი ფუნდამენტია. როგორ აფასებთ საქართველოს ერთგულებას ამ ღირებულებების მიმართ დღეს და როგორ აფასებთ ზოგადად საქართველოს დემოკრატიას?

ძლიერი, ჯანმრთელი დემოკრატიები არასოდეს წყვეტენ განვითარებას და დახვეწას. ამის თქმა შემიძლია, როგორც ამერიკელს. ჩვენ საკუთარი დემოკრატიის დახვეწაზე 245 წელია ვმუშაობთ და ჯერ ისევ გვაქვს გასაკეთებელი საქმე. საქართველომ, ჩემი აზრით, ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. რომ გადავხედოთ ამ ისტორიას, ვნახავთ, რომ იყო ძალიან რთული პერიოდები. ეს ძალიან დასაფასებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი აღარაფერია.

ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მთავრობა მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.  უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი

ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მთავრობა მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.

უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. ეს მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს, უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს, თუ სად არის მომავლის გზა, ახლა მოძრაობაა საჭირო.

რეფორმებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გკითხოთ სასამართლოს რეფორმაზე. ამ რეფორმას შეერთებული შტატები ბევრი წელია უჭერს მხარს. თქვენ, პირადად ხართ აქტიურად ჩართული ამ პროცესში და ხშირად ხმამაღლა გამოგითქვამთ თქვენი მოსაზრება და კრიტიკა რეფორმის პროცესზე. როგორ აფასებთ, კონკრეტულად, სასამართლოს რეფორმას?

როგორც თქვენ თქვით, ჩვენ საქართველოს ძლიერი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის დამკვიდრებაში 15 წელზე მეტია ვეხმარებით. მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთგვარ წარმატებას მიაღწია. სასამართლო უფრო ეფექტურია, სისტემაში არის არაერთი პროფესიონალი მოსამართლე, პროკურორი და იურისტი, რომლებსაც სურთ კანონი, გარედან ჩარევის გარეშე დაიცვან.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ რეფორმის პროგრამაზე მუშაობა, რომელიც ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ საქმისა, რომელიც აქამდე გაკეთდა. საქართველოს მოქალაქეებს სურთ უფრო მეტად მოქნილი სამართლის სისტემა, სურთ ნახონ საქმეების უფრო სწრაფი გადაჭრა, მოსამართლეების განაწილება უნდა მოხდეს იქ, სადაც მათი ყოფნა საჭიროა და არა მხოლოდ თბილისში.

სასამართლო სისტემა რეგიონებშიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ასევე არის წინსვლა მედიაციისა და დავების ალტერნატიული გადაჭრის მექანიზმების მიმართულებითაც. ასევე, ნაფიცი მსაჯულების სისტემის შემოღება, რასაც რამდენადაც ვიცი, მოსახლეობა კარგად შეხვდა.

მნიშვნელოვანია იმის გახსენება თუ რამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ გულახდილები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ ისევ გასაკეთებელია. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, საჭიროა მეტი ანგარიშვალდებულება. ამ მხრივ მეტი საქმეა გასაკეთებელი 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის გახსენება თუ რამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ გულახდილები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ ისევ გასაკეთებელია. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, საჭიროა მეტი ანგარიშვალდებულება. ამ მხრივ მეტი საქმეა გასაკეთებელი.

უნდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ ახალი სპიკერისგან და პოლიტიკური ლიდერებისგან იმის მოსმენით, რომ სასამართლოს რეფორმა ამ ახალი პარლამენტის პრიორიტეტი იქნება. მათ იციან რომ მეტი საქმეა გასაკეთებელი. იმედი გვაქვს, რომ ეს ინკლუზიური პროცესი იქნება და ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემათ საშუალება, საკუთარი წვლილი შეიტანონ იმაში, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემა ახლო, საშუალო და შორ პერსპექტივაში.

გასულ წელს, მანამდეც, შეერთებული შტატების კონგრესიდან, ცოტა ხნის წინ კი სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოვისმინეთ შეშფოთება დემოკრატიიდან უკუსვლაზე. პირადად თქვენც არაერთხელ ხმამაღლა გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად მიდის პარტნიორებთან კოორდინაციით. თქვენი აზრით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთ-წინააღმდეგობა? შეერთებული შტატები უფრო მეტ რეფორმას ითხოვს, მთავრობას კი რეფორმების ნაწილში, დამკვირვებლების მოსაზრებით, ჩავარდნები აქვს. რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთეს პროცესს შეუწყოს ხელი? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება?

როგორც ვთქვი, ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინკლუზიური პროცესი იყოს. იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს.

შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს დაეხმაროს ძლიერი დემოკრატიის ხედის განხორციელებაში.  ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება, ვერაფერს რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ

ამით პროცესის მესაკუთრე ყველა მხარე იქნება. როგორც იცით, საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით.

ხდებოდა სწორედ ეს - პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს დაეხმაროს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება, ვერაფერს რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. გვირჩევნია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. მაგრამ ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, როგორც საქართველოს მეგობარი.

თქვენ აქტიურად იყავით ჩართული პროცესში, რომლის შედეგადაც საქართველოს პოლიტიკური ძალები, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო, რომელიც, თითქმის, ორ წლიანი პოლიტიკური კრიზისის დამთავრებას ისახავდა მიზნად. “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც ის „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. თქვენი აზრით, ღირდა ეს ყველაფერი დიპლომატიურ ძალისხმევად? რა შედეგს მიაღწია ამ შეთანხმებამ საბოლოო ჯამში? და ალბათ, ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენად იქონიებს ეს გამოცდილება გავლენას, მომავალში, მსგავს პროცესში თქვენს ჩართვაზე?

ვიტყოდი, რომ 19 აპრილის შეთანხმება ორი ძირითადი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აწარმოეს მოლაპარაკება და მიაღწიეს შეთანხმებას. ყველაფერი ამ დოკუმენტშია, მათი იდეები, მათი მოლაპარაკების შედეგები. ეს შეთანხმება მათთვის არც ევროკავშირს და არც შეერთებულ შტატებს არ მოუხვევია, ჩვენ მხოლოდ შეხვედრის ნეიტრალური ადგილი ვიყავით. ყველაფერი სხვა, მათი საქმიანობის შედეგია.

მეორე მიზეზი, ჩემთვის ის არის, რომ შეთანხმების ელემენტები სასარგებლო გზამკვლევია საქართველოს მომავლისთვის. მხარეები შეთანხმდნენ სასამართლოში ზოგიერთ მოკლევადიან რეფორმაზე, რომლებიც ნდობას გააღრმავებდა, შეთანხმდნენ გარკვეულ საარჩევნო რეფორმებზე, რომელთა ნაწილიც შარშან ზაფხულში იქნა მიღებული. ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ ძალიან განსხვავებული შეხედულებების და პოზიციების მქონე პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ერთად დასხდომა და რაღაც ისეთზე შეთანხმება, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის.

ახლა ვისურვებდით, რომ მათ ეს პარლამენტში გააკეთონ. საკომიტეტო დონეზე ზოგიერთ შემთხვევაში, ვხედავთ, მრავალპარტიულ მოლაპარაკებებს, ქვეყნისთვის სასიკეთო კანონმდებლობის შესამუშავებლად. ვფიქრობ ეს პროცესი იყო ძალიან სასარგებლო. მან შექმნა რაღაც ისეთი, რაც ჯერ ისევ სასარგებლოა და არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევ მას, 19 აპრილის შეთანხმებას თუ რაიმე სხვას, ეს ძალიან ღირებული მექანიზმია საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის.

მიხარია იმის მოსმენა, რომ კმაყოფილი ხართ ამ დოკუმენტით და იმით, რომ მისი წყალობით ზოგიერთ კომიტეტში თანამშრომლობის ელემენტები იკვეთება. ჯანსაღი პარლამენტი ხშირ შემთხვევაში ჯანსაღი დემოკრატიის მაჩვენებელია. რას ფიქრობთ, საქართველო არის კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია?

საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც მოქალაქეების უფლებებს იცავენ, როგორიცაა სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აუდიტის სერვისი.  ესენი შემოწმებისა და ბალანსის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომლებიც დემოკრატიის სიძლიერეს, სტაბილურობას და მედეგობას უზრუნველყოფს

საქართველო მშენებლობის პროცესში მყოფი დემოკრატიაა, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე ინსტიტუტების აშენებას, რომლებიც უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ ფუნქციონირებადი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებია დემოკრატიისთვის. ასევე საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც მოქალაქეების უფლებებს იცავენ, როგორიცაა სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აუდიტის სერვისი. ეს ინსტიტუტები შემოწმებისა და ბალანსის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომლებიც დემოკრატიის სიძლიერეს, სტაბილურობას და მედეგობას უზრუნველყოფს.

ეს შეერთებულ შტატებში შარშან დავინახეთ. ის, რამაც ჩვენი დემოკრატია გადაარჩინა, ძლიერი ინსტიტუტები და ჩვენი საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმი იყო. საქართველო ამ ყველაფრის მშენებლობის პროცესშია და ამიტომ ვსაუბრობთ ამდენს ამ ინსტიტუტებზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატია და შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს იმით, რომ ქართველ ხალხს ამ სურვილის რეალობად ქცევაში ეხმარება.

ინსტიტუტებზე საუბრისას არ შეიძლება არ გკითხოთ თემაზე, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც შეშფოთებას იწვევს. ეს ერთი ადამიანის, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენა თუ გავლენის წარმოდგენა არის. რას ფიქრობთ ამ თემაზე? გრძნობთ თუ არა თქვენ ამ გავლენას ქვეყნის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე? და პერსონალურად თქვენ, გირთულებთ თუ არა ეს ფაქტორი ელჩის საქმის კეთებას?

ჩვენ, ყველა ქვეყანაში, ძირითადად არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ. მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია და სხვა. ბ-ნი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია. მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.

ბ-ნი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია.  მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.  ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან

ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან.

ამ გადმოსახედიდან, როგორ ხედავთ საქართველოში ინსტიტუტების განვითარების ტრაექტორიას? როგორია საუკეთესო და უარესი სცენარი?

ოპტიმიზმის იმედს ის მაძლევს, რომ ქართველები დემოკრატიის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებენ. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტისთვის, დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ დაახლოებით 80%-ს ევროკავშირის წევრობა სურს, ნატოს წევრობა სურს. ქართველებს მკაფიო ხედვა აქვთ იმისა, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა და იმის, რომ ქვეყანა ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს. შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. როგორც ადრე ვთქვი, დემოკრატიებმა გარდაქმნა, დახვეწა, გაუმჯობესება არასოდეს უნდა შეაჩერონ. არ აქვს მნიშვნელობა, 245 წლის დემოკრატია ხარ, თუ 30-ის.

საქართველო, შეერთებული შტატების და სხვა ბევრი დასავლური დემოკრატიის მსგავსად, პოლარიზებულია. საქართველოს შემთხვევაში, სავარაუდოდ, მისი ზომის ან სუსტი ინსტიტუტების გამო, ეს პოლარიზება უფრო მეტად იგრძნობა და უფრო მწვავეა. საწინააღმდეგო პოლიტიკური შეხედულების, აზრის, პოზიციის შეუწყნარებლობა ცხადად ჩანს. თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება ამ პოლარიზაციის დამთავრება?

როგორც იცით შეერთებულ შტატებშიც ღრმა პოლარიზაცია გვაქვს. ვფიქრობ ერთმანეთს უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ და ერთმანეთს უფრო ნაკლებად დავესხათ თავს, იქნება ეს საქართველოში თუ შეერთებულ შტატებში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ იმავე ენ-დი-აის გამოკითხვაში, ადამიანების 80%-ს სურს, რომ მისმა პარტიამ პარლამენტში საჭირბოროტო საკითხებზე, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლოს.

ამომრჩეველს სურს მათ ისეთ თემებზე იმუშაონ, როგორიცაა უმუშევრობა, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის გაუმჯობესება. ვფიქრობ ბევრი კარგი საქმის გაკეთება არის შესაძლებელი ხალხმა ერთმანეთის მოსმენა რომ დაიწყოს

სამწუხაროდ, გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ რომელიმე პარტია მუშაობს თემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ ან მათ ინტერესებში შედის. პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს სერიოზულად უნდა მიიღონ. ამომრჩეველს სურს მათ ისეთ თემებზე იმუშაონ, როგორიცაა უმუშევრობა, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის გაუმჯობესება.

ვფიქრობ ბევრი კარგი საქმის გაკეთება არის შესაძლებელი, ხალხმა ერთმანეთის მოსმენა რომ დაიწყოს. ამ მხრივ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას ვაფასებ, რომ დაიწყოს საუბარი პოლარიზაციის ფესვებზე, ზოგიერთი განსხვავების შეჯერებაზე და მოშუშების პროცესის დაწყებაზე. იმედი მაქვს პრეზიდენტი წარმატებული იქნება.

როგორც თქვენ თქვით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუშაობს საზოგადოებაში ერთობის შესამუშავებლად, ფიქრობთ თუ არა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს? როგორ ხედავთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტუაციის გაგრძელებას? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება სიტუაცია ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიჭრას?

ბ-ნი სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა - ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ, როგორც საჯაროდ, ასევე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ მან სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც მოგეხსენებათ, გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.

ჩვენ ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, გავაგრძელებთ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას. რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს მასთან წვდომა და რომ იგი იღებდეს, მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას.

ფიქრობთ თუ არა, რომ ის ციხეში უნდა იყოს?

ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. ბ-ნი სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს და ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად.

იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ ისევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და მის წინააღმდეგ ბრალდებები იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდებები.

პოლარიზაციაზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, ერთ-ერთი ყველაზე დამყოფი საკითხი ქვეყანაში დღეს უკრაინის თემა და ის კითხვაა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, უნდა ილაპარაკოს თუ არა საქართველომ რუსეთის აგრესიაზე ხმამაღლა. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, სად არის საქართველო რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კრიზისის დროს?

ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფოკუსირებული მომენტია. რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი, რომლის დროსაც ძალის გამოყენებით ცდილობს უკან შეატრიალოს, 30 წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ამაზე საუკეთესო პასუხი ერთად დგომა და მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი მოგვიტანა. იმ დადებული პირობების შესრულების პერიოდი მოგვიტანა, როგორებიცაა გაეროს კონვენცია, ჰელსინკის შეთანხმება თუ ნატო-რუსეთის საბჭო.

საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთის მიერ ამ პრინციპის გათელვა.  რუსეთი ახლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების პარტნიორების შერჩევის უფლება - უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფლებას.  საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავებაა

რუსეთის ლიდერები ამ პრინციპების შესრულებას დათანხმდნენ, მაგრამ ახლა ძირს უთხრიან, ძალის გამოყენების მუქარით. აქ სასწორზე, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. საქართველომ უკვე გამოსცადა, რუსეთის მიერ ამ პრინციპის გათელვა. რუსეთი ახლა იმის უფლებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აქვთ თუ არა ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, პარტნიორების შერჩევის უფლება - უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფლებას.

საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავებაა, იმ პრინციპების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი ცხოვრების სტილია დაფუძნებული, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით.

ჩემი აზრით, საქართველოს სწორი პასუხი ძლიერი დემოკრატიის აშენებაა, არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა იმ მესიჯის გასაგზავნად, რომ საქართველოს მომავალი, ძლიერ და ეკონომიკურად წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბებაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ გზავნილს რუსეთს ხმამაღლა გაუგზავნის.

თქვენ საქართველოში ორი წლის წინ დაინიშნეთ ელჩად. თბილისში თქვენს ჩასვლამდე ამერიკას საქართველოში ელჩი, დაახლოებით ორი წელი არ ჰყავდა. საკმაოდ მალე, მას შემდეგ, რაც საქმიანობას შეუდექით, ორივე მხრიდან ისმოდა თქვენი კრიტიკა. საჯაროდ გაკრიტიკებდნენ ოპოზიციის ლიდერები და გაკრიტიკებდათ მთავრობა, რაც დღემდე გრძელდება. რას ფიქრობთ ამაზე? რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რას ნიშნავს საქართველოში ამერიკის პოზიციის თვალსაზრისით?

შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ. შეერთებული შტატების როლი სამართლიანი შუამავლის როლია. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ რომელიმე ერთ პარტიას დავუჭიროთ მხარი. ჩვენი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა იმ მიზნის მიღწევაში, რომ ისინი ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანდნენ. ამისთვის ვართ აქ.

ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში დავეხმაროთ, მათი პროდუქციისთვის ახალი ბაზრები მოვნახოთ, მათი პროდუქციის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ვმუშაობთ ქვეყნის საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად, სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობით. ვმუშაობთ საზღვრის დაცვის სამსახურთან იმისთვის, რომ ქვეყანამ იცოდეს, რა შედის და რა გადის მის საზღვრებზე.

რა თქმა უნდა, ვმუშაობთ თავდაცვის ძალებთან. ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ ძალიან წარმატებული პროგრამა: საქართველოს მზაობის პროგრამა, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა იყო.

თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის, ნოემბერში ვიზიტის შემდეგ, დავიწყეთ ახალი პროგრამა თავდაცვისა და შეკავების გაუმჯობესების ინიციატივა, რომელიც საქართველოს მედეგობას კიდევ უფრო გაზრდის და ნატოს სხვა ძალებთან მეტად თავსებადს გახდის. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქართული ჯარის ლეტალობა გავზარდოთ. ეს არის პარტნიორობის გაღრმავების და გაძლიერების გზები, რომლებიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება.

თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ ეს, მაგრამ კონკრეტულად, მიმდინარე სიტუაციაში მაინტერესებს თქვენი პასუხი. რუსეთის უკრაინაში აგრესიის ფონზე, გეგმავს თუ არა შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე?

პროგრამები, რომლებიც უკვე გვაქვს, ვფიქრობ ამ მიზანს ემსახურება და რთულად წარმოსადგენია მათი გაუმჯობესება. ჩვენ მასშტაბურ წვრთნებს რეგულარულად ვატარებთ და ვფიქრობ, ბევრის მთქმელია ის, რომ საქართველოს შეუძლია მრავალეროვანი წვრთნების მასპინძლობა.

მარტში კიდევ ერთი წვრთნა არის დაგეგმილი. ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალების მზადყოფნისთვის. ასევე მნიშვნელოვანი საზღვაო წვრთნები გვაქვს ჩატარებული. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში იმყოფებოდა სამხედრო გემი "მაუნტ უიტნი", რომელიც ამერიკის მე-6 ფლოტის სამეთაურო გემია და ის ბათუმში ორ ხომალდთან ერთად შემოვიდა. ასე რომ, ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრს ვაკეთებთ და ვფიქრობთ მყარი საფუძველი გვაქვს.

გასულ წელს, ისტორიაში პირველად, ჩვენს შორის ვაჭრობამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. ამერიკაში მილიონი ქართული ღვინის ბოთლი გაიყიდა.  ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით თუ მის გარეშე

ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია საუბრობს. ამერიკის კონგრესშიც რამდენჯერმე გაჟღერდა ამ შეთანხმების იდეა. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ახლოს ვართ ამ მიზანთან? შესაძლებელია თუ არა ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება?

ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს წამყვანი როლი. მე ვერ გეტყვით იმას, სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, ჩვენს შორის ვაჭრობამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. ამერიკაში მილიონი ქართული ღვინის ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგში არის, თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა.

ეს საკითხი, ალბათ, უფრო მეტად შედის თქვენს, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის, პრეროგატივაში. ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა ამერიკისთვის და სანაცვლოდ, არ იქნებოდა ცუდი, შეერთებულ შტატებს შემსუბუქებული სავიზო რეჟიმი რომ შემოეღო. განიხილავთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო შემსუბუქებას? იგეგმება თუ არა ამ კუთხით რაიმე?

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ და ვაფასებთ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო და წვლილს, კონკრეტულ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ.

სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს.  ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა. როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად, ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

ფოთის ახალი პორტი და ტერმინალი, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა კარგი მაგალითია იმის, თუ რამდენად მასშტაბურია ამერიკის ეკონომიკური დახმარება. იგეგმება თუ არა სხვა დიდი პროექტების დაფინანსება? აქვე, თქვენი აზრით, რამდენად აქცევს ამერიკული ბიზნესი ყურადღებას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს? რამდენად მარტივი ან რთულია ინვესტორების დაინტერესება არსებულ პირობებში?

"პეისის" ტერმინალის გახსნა ფანტასტიკური რამ იყო. ძალიან სასიამოვნო იყოს იმის ნახვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ამუშავდა. ის ამუშავდა ამერიკის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციის დაფინანსებით და მხარდაჭერით, რომელმაც 95 მილიონიან პროექტში, 50 მილიონი დოლარის სესხი ჩადო. ვიცი, რომ "პეისი" გაფართოებაზე ფიქრობს, რაც არაჩვეულებრივია.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. როგორც თქვენ თქვით, ინვესტორებს სურთ კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ იცოდნენ ის, რომ თუ ექნათ საკონტრაქტო დავა, გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში? სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში, ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები? ამით იქმნება რეპუტაცია.

საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია. ნოემბერში ამერიკულმა ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდმა, "კატაპულტ ჯორჯიამ", სილიკონის ველიდან, საქართველოში 50 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

ინვესტორებს სურთ კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ იცოდნენ ის, რომ თუ ექნათ საკონტრაქტო დავა გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები? ამით იქმნება რეპუტაცია.  საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია

ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, მათ უნდა დაინახონ ის, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.

მთავრობას უნდა ჰქონდეს სტრატეგიული გეგმები, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და ეტყვის, თუ საით მიდის ქვეყანა - ამაში შედის პორტები, საგზაო ქსელი, კომუნიკაციების ქსელი. თუ საქართველოს მთავრობა ამას გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ, კარგ, ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ.

თქვენ ანაკლიის პორტზე ახლახან თქვით, რომ მისი ნახვით „გული გეტკინათ“. თქვენი აზრით, ანაკლიის პორტის შემთხვევას თუ ექნება გავლენა სამომავლო დიდი ინვესტიციებზე?

იმედი მაქვს, რომ ანაკლია ჯერ ისევ აშენდება. როდესაც იქ ხარ, ხვდები რამდენად იდეალურია ეს ადგილი და ხედავ, რომ პროექტი, კარგ პროექტად რჩება. სამწუხაროა, რომ ის ასე დაყოვნდა და აირია. ეს ჯერ ისევ, კარგი პროექტია.

შაბათს, ფოთში ტერმინალის გახსნის დროს მითხრეს, რომ როდესაც პორტს ააშენებ, ტვირთი იქ მოდის. არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და პორტი მერე ააშენო. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად, თუ რა არის საჭირო და შემდეგ ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან. იმედი მაქვს, რომ ანაკლია განხორციელდება, შესაძლოა არა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედია, რომ ამის საფუძველი ჩაიყრება.

ეს ჩემი ბოლო კითხვაა. არის თუ არა რაიმე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ საქართველოში. არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც გაფიქრებინებთ, რომ ეს განსაკუთრებული ქვეყანაა? რას ფიქრობთ საქართველოზე?

არ ვიცი, რამდენად დიდი სურპრიზია ეს თქვენთვის, მაგრამ მე ძალიან გამაკვირვა იმან, თუ რამდენად ვგავართ ქართველები და ამერიკელები ერთმანეთს. ჩვენ ორივეს გვიყვარს ოჯახები, გვაქვს ღრმა რწმენა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობრობას, ერთგულებას. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი საერთო ღირებულებები, რომლებსაც ძალიან ვაფასებთ - თავისუფლების სიყვარული, დამოუკიდებლობის დასაცავად ბრძოლის სურვილი, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა.

ამ მსგავსებების გამო, როცა საქართველოში ჩამოვედი, თავი სახლში ვიგრძენი და ძალიან მადლიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომლითაც ხალმა მიმიღო. ყველგან სადაც მივდივარ, ვგრძნობ ამ სითბოს, სტუმართმოყვარეობას და გულუხვობას, წარმოუდგენელ გულუხვობას. განსაკუთრებით, მაშინაც კი, როდესაც რთულ პერიოდს გავდივართ. რეგიონებში, თბილისში, სხვა ქალაქებში ხალხი მამხნევებს და ეს ძალიან დიდ მუხტს მაძლევს.

XS
SM
MD
LG