ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა დამატებით დახმარებას იღებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იზრდება


დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ მზად არიან კიევს დამატებითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. საუბარია სამხედრო იარაღსა და ამუნიციაზე, რასაც გერმანია „ერთიანობის ძლიერ ნიშანს“ უწოდებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და მისი წრის მისამართით ახალი სანქციების პაკეტი ამოქმედდება.

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ნავთობის ემბარგოზე მსჯელობენ. პარალელურად, ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლდოვაა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა უკრაინის შემდეგ ომი რუსეთმა ომი მოლდოვაში დაიწყოს.

სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებებს უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ, სადაც დეტალურად იყო განხილული არსებული რეალობა, უსაფრთხოების რისკები და მომავლის ხედვა.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ არასდროს არ ვყოფილვართ ჩვენ, დიდი შვიდეულის ქვეყნები ასეთი დიდი და ღრმა გამოწვევების წინაშე,“- ამბობს ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ჩვენ არ ვერევით მათ დისკუსიაში, მაგრამ ახლა კრიტიკული მომენტია,“- თქვა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთს გაყინული აქტივები ჩამოერთვას და ამ თანხების მიმართვა უკრაინის აღდგენის მიმართულებით მოხდეს. წინადადებას მხარი დაუჭირა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც დეტალურად ამ საკითხზე „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.

უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოჰყოფას ევროკავშირიც გეგმავს. ჯოზეფ ბორელის თქმით, კიევი დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. რაც შეეხება დამატებით სანქციებს რუსეთზე, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების სფეროში ამბობს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. „იქნება მეტი ზეწოლა რუსეთზე, ეკონომიკური სანქციებითა და მისი იზოლაციით,“- აღნიშნავს ბორელი.

გერმანია ამ შაბათ-კვირას უმასპინძლებს ნატოს მინისტრებს. მომდევნო კვირაში კი მოლოდინია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწერიანების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. აქამდე მიუმხრობელმა და ნეიტრალურმა ქვეყნებმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG