ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელმა 1 მილიონს გადააჭარბა


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკაში კოვიდ 19-ით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ტრაგიკულ ეტაპს: ერთი მილიონი ამერიკელი დაიღუპა კოვიდ-19-ის გამო. ერთი მილიონი ცარიელი სკამი სასადილო მაგიდის გარშემო. თითოეული მათგანი შეუცვლელი დანაკარგია. თითოეული მიტოვებული ოჯახი, საზოგადოება და ერი სამუდამოდ შეიცვალა ამის გამო. მე და ჯილი ვლოცულობთ თითოეული მათგანისთვის“, - თქვა ბაიდენმა განცხადებაში ჯო ბაიდენმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკაში ვირუსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრს კი ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა. ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა დაიწყო. ამერიკელებს წვდომა ფაიზერის, მოდერნასა და ჯონსონის ვაქცინებზე აქვთ.

"ეს წარმოუდგენელი ტრაგედია, სამუდამოდ დარჩება ისტორიის წიგნებში",- თქვა ჯონ ბრაუნშტეინმა, ბოსტონის საბავშვო საავადმყოფოს ეპიდემილოგმა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ტრაგედიის სრული მასშტაბი ჯერ კვლავ გაუაზრებელია, ვინაიდან ყოველი გარდაცვლილის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, რომლებისთვისაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა.

ამერიკაში მოსახლეობის 66,9%, ანუ 220 მილიონი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული.

XS
SM
MD
LG