ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტში დედოფლის მიმართვა ბრიტანეთის უფლისწულმა წაიკითხა


ბრიტანეთის უფლისწული ჩარლზი (მარჯვნივ) ლონდონში, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის წინ

უფლისწულმა ჩარლზმა ბრიტანეთის მთავრობას დედოფალ ელისაბედის მიმართვა წაუკითხა და მოუწოდა, დაუბრუნდეს მის წინასაარჩევნო დაპირებებს და გაერთიანებულ სამეფოში ყურადღება უფრო მეტად უთანასწორობის აღმოფხვრაზე და ბრექსიტის შემდგომ მოპოვებული თავისუფლებების განმტკიცებაზე გაამახვილოს. მან ბრიტანეთის დედოფლის ნაცვლად პარლამენტს და ქვეყნის მოქალაქეებს პირველად მიმართა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითქმის 6 ათეული წლის მანძილზე 96 წლის დედოფალს პარლამენტის სხდომის გახსნაზე ერისადმი მიმართვა არ გაუკეთებია. ბრიტანული მედიის ცნობით, დედოფალ ელისაბედს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

დედოფლის სიტყვაში წინ 38 საკანონმდებლო ინიციატივაა წამოწეული. ძირითადად ფოკუსირება ხდება ფინანსურ და ეკონომიკურ ზომებზე, თუ ინვესტორების მეტად მოზიდვაზე ქვეყნის დედაქალაქ ლონდონში.

"მისი უდიდებულესობის მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკის გაზრდა და გაძლიერება, ოჯახებისთვის ცხოვრების ხარჯების შემსუბუქება" - უთხრა ჩარლზმა პარლამენტს. "მისი უდიდებულესობის მთავრობა წინ გაუძღვება ეკონომიკურ ზრდას, რათა მოხდეს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება და მდგრადი ინვესტირება საჯარო სამსახურებში" - განაცხადა მან. უფლისწულმა ასევე ისაუბრა საკრედიტო რეფორმებზე და გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG