ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი აშშ-ს: გვაქვს ძალა მიგიჩინოთ ადგილი


რუსეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. მოსკოვი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ამერიკას თავისი ადგილი მიუჩინონ. დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა განაცხადა, რომ ამერიკა „გულისამრევ“ რუსოფობიას ავრცელებს და ცდილობს ქვეყნის დაშლას.

„ეს არ იმუშავებს - რუსეთს აქვს ძალა მიუჩინოს ადგილი მის აგრესიულ მტრებს“, - თქვა მედვედევმა. მედვედევს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 2008-2012 წლებში ეკავა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ ქვეყანა დატოვა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

რუსეთი უკრაინაში მის ომს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიზანი უკრაინის "დენაციფიკაციაა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG