ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო აცხადებს, რომ ადაპტირდება "ახალ რეალობასთან"


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა წევრებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსეთთან ბრძოლაში. ალიანსმა თქვა, რომ ეცდება ადაპტაციას „ახალ რეალობასთან“, რაც რუსეთის ომმა გამოიწვია.

დიპლომატების და სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას, 20,000 ანტი-სატანკო და სხვა ტიპის იარაღი გადასცეს, 24 თებერვალს რუსეთის ქვეყანაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ.

„ჩვენ ვრჩებით ერთიანი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ნატოს საგანგებო შეხვედრაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას დაიცვან საკუთარი თავი და გავაგრძელებთ მათ დახმარებას“, - აღნიშნა მან.

ნიდერლანდების თავდაცვის მდივანმა, კისა ოლონგრენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იმის მიუხედავად, რომ ეს იარაღი შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს. „უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი“, - თქვა მან.

რუსეთი მის ქმედებებს უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი არა ქვეყნის ოკუპაცია, არამედ „დენაციფიკაცაია“ და უკრაინის არმიის განადგურებაა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წვერები მუშაობენ რუსეთის შეკავების ახალ გზებზე.

„ალიანსის გეგმა, თუ როგორ შეაკავოს რუსეთი, სავარაუდოდ, ივნისში მადრიდის სამიტზე გაცხადდება და ასევე, განხილული იქნება მომავალ ხუთშაბათს, ალიანსის საგანგებო შეხვედრაზე.

„ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და შეკავება გრძელვადიანად. დღეს ჩვენ დავავალეთ სამხედრო მეთაურებს, შეიმუშაონ ვარიანტები სხვადასხვა მიმართულებით: ხმელეთზე, ცაში, ზღვაზე, კიბერ და კოსმოსის სფეროებში“, - თქვა სტოლტენბერგმა, პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ახალი „პოზიციონირება“ მოიცავს უფრო მეტ სამხედროს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, ხმელეთსა და ცაში, ამასთან სარაკეტო თავდაცვას, მეტ ავიამზიდს და წყალქვეშა ნავს.

თუმცა ნატოს გენერალურ მდივანს არ გაუმხელია დეტალური გეგმები და არც იმაზე უსაუბრია, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მეხუთე მუხლის ამოქმედება. მისი თქმით „სტრატეგიულ ბუნდოვანება“ ასევე თავდაცვის ინსტრუმენტია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG