ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავარო და კრამერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ


მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას, მის დაკავებასა და თბილისში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ვაშინგტონში სფეროს ექსპერტები აფასებენ.

ლუის ნავარო, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმომხილველი, თვლის, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

"მიშა საააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ თამაშის დასასრულია. იმის გათალისწინებით, რომ წარსულში ჩამოსვლასთან გაცემული დაპირება რამდენჯერმე არ შეასრულა და ამით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბედს დაეხმარა, ახლა რთული განსასჯელია, თუ როგორ გათამაშდება მოვლენები.

არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც არ იქნება ამ პარტიისთვის [ენმ] სასარგებლო, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დიდ ქაოსს იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში მიშას არაერთხელ უსაუბრია საარჩევნო გაყალბებაზე, დემოკრატიისგან გადახვევაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან და ბიძინას მტრობაზე მიშას წინააღმდეგ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის, შედარებით ნორმალური საქციელი და კომენტარი ბიძინას საცოდავი აღმასრულებელი ტყუპების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის არაკომპეტენტურობაზე-გამკლავებოდნენ სიტუაციას სააკაშვილთან დაკავშირებით, გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობაშია ახლა „კავკასიის საუნჯე“,- გვითხრა ნავარომ.

ფლორიდის უნივერისტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ უნდა ჩასულიყო და ეს ახლა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პოლარიზებას.

"სააკაშვილი არ უნდა დაბრუნებულიყო და არ უნდა ჩართულიყო მსგავს პროვოკაციაში. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაეკავებინა ის. ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს - ამასობაში, ფასს ქართველი ხალხი იხდის. სამწუხარო მდგომარეობაა."

დღეს, თბილისის დროით დაახლოებით დილის 8 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა, მოგვიანებით მან ვიდეოები გაასაჯაროა, რომელიც მისივე მტკიცებით ბათუმში იყო გადაღებული. რამდენიმე საათის წინ კი ის საქართველოს პოლიციამ დააკავა და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG