ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიქსი და მაკკოლი: გვაშფოთებს დემოკრატიული უკუსვლა


გრეგორი მიქსი და მაიკლ მაკკოლი

შეერთებულ შტატებში, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საუბრობენ პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე. წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კონრესში პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ [პროცესს] ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ ვიდეო კომენტარში.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, განცხადებას ავრცელებენ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი. კონგრესმენები აცხადებენ, რომ მათ აშფოთებთ ძალადობის და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ცნობები.

„ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც“, - აცხადებენ კონგრესმენები.

“ამერიკის ხმასთან“ კომენტარები გააკეთეს ასევე სენატორებმა. სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და ამავე ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს მშვიდ გარემოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG