ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა


ავღანეთში სიტუაცია კვლავ მწვავეა. თალიბანის ქმედებების გამო ხალხი შიმშილობს, ამიტომაც ათიათასობით ადამიანს მოუწია სახლის დატოვება. ამის პარალელურად, გაერო ამბობს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

მეამბოხეებმა, ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები აიღეს. იქ დასავლური საელჩოები ხალხის ევაკუაციისთვის ჯარების გასაგზავნად ემზადებოდნენ, თუმცა, გაერო აცხადებს, რომ მათი 320 თანამშრომელი ადგილზე რჩება.

"ვშიშობთ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა და უფრო მასშტაბური შიმშილი გვიახლოვდება... სიტუაციას ყველანაირი ნიშნები აქვს ჰუმანიტარული კატასტროფის",- განაცხადა გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის წარმომადგენელმა, ტომსონ ფირიმ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

გაეროს ინფორმაციით, მაისის შემდეგ, 250,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა. ბევრმა თქვა, რომ გზაზე შეირაღებული დაჯგუფებები ხვდებოდნენ და მათი ქონების გამოძალვას ცდილობდნენ.

გაეროში ასევე ამბობენ, რომ ათასობით ადამიანი ახლა რეგიონებიდან დედაქალაქ ქაბულისკენ მიემართება, რათა თავშესაფარი იპოვოს. "მათ ღია ცის ქვეშ, პარკებსა და საჯარო დაწესებულებებში ძინავთ",- აცხადებს გაერო. ორგანიზაციის აზრით, მთავარი პრობლემა ახლა ამ ხალხისთვის თავშესაფრის მოძებნაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი გასული თვის განმავლობაში, ტრავმების გაორმაგებული შემთხვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ჯანმო ასევე შიშობს, რომ სამედიცინო პერსონალს არ აქვს საკმარისი სამედიცინო ინსტრუმენტები და წამლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG