ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ირანის წინააღმდეგ სანქციების დაბრუნებას არ განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭოს, როტაციის წესით მომსახურე პრეზიდენტმა ინდონეზიამ განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის და ”მნიშვნელოვანი რაოდენობის... ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების” გამო, ირანის წინააღმდეგ გაეროს ყველა სანქციის დაბრუნების შესახებ, შეერთებული შტატების მოთხოვნაზე შემდგომი ქმედება არ არის გათვალისწინებული.

გაეროში ინდონეზიის ელჩმა დიან ტრიანსიამ, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან 25 აგვისტოს დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ “პრეზიდენტი არ არის ისეთ პოზიციაში, რომ შეერთებული შტატების თხოვნაზე შემდგომი რეაგირება მოახდინოს”.

შეერთებული შტატების პასუხი იყო, რომ ის “მტკიცე იურიდიულ ნიადაგზეა” და ერთსულოვანი მოსაზრების არარსებობა დებატებს არ გამორიცხავს. ამასთან ერთად დაამატა, რომ საბჭოს წევრი ოპონენტები “ტერორისტების მხარეს აღმოჩნდნენ.”

გასულ კვირაში, უშიშროების საბჭოს თხუტმეტი წევრიდან ცამეტმა თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა ვაშინგტონის წინადადებას, გამოეყენებინათ ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში არსებული დათქმული პირობა “უეცარი უკან გადართვის” შესახებ. შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან ორი წლის წინ გამოვიდა.

შეერთებული შტატებისა და ირანის გარდა, შეთანხმებაზე ხელი ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა მოაწერეს.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვს იურიდიული უფლება მოითხოვოს იმ სანქციების ამოქმედება, რომელიც 2015 წელს მიღწეული შეთანხმების პირობებით შეჩერდა, რადგან გაეროს მაშინდელ რეზოლუციაში, შეერთებული შტატები მონაწილედ არის დასახელებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG