ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ირანთან ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობს


High Representative of the Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell gives a press conference during the EU foreign ministers emergency talks on Iran at the Europa building in Brussels on January 10, 2020. (Photo by Kenzo…

ერვოკავშირის პირველი დიპლომატი, ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება. ჯოზეფ ბორელი, რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზების მოძიების თაობაზე, ირანის ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

ამასთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მხარდაჭერას, ირანთან 2015 წელს გაფორმებული, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მიმართ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ირანის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მეჯლისის სპიკერთან.

ევროკავშირის პირველი დიპლომატის ვიზიტი ირანში, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობაა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო.

ხელშეკრულების ხუთი წევრი - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი - აცხადებს, რომ შეთანხმებას შეინარჩუნებენ.

რაც შეეხება ირანს, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით დადგენილ გარკვეულ პირობებს აღარ შეასრულებს.

ევროკავშირის პირველი დიპლომატმა, 16 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილი მზარდი დაძაბულობის ფონზე, „შეთანხმება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესმე ყოფილა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG