ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ამერიკის დესპანი გადადგა - გაერო ირანისთვის ემბარგოს ვადის გაგრძელებაზე მუშაობს


ირანში ამერიკის დესპანი ბრაიან ჰუკი თანამდებობას ტოვებს, გარდამავალ პერიოდში კი ირანის საკითხებზე მუშაობას ვენესუელაში ამერიკის დესპანი ელიოტ აბრამსი შეითავსებს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

ბრაიან ჰუკის მიერ თანამდებობის დატოვება ემთხვევა იმ მომენტს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მომდევნო კვირაში განიხილავს ირანისთვის იარაღზე საერთაშორისო ემბარგოს გახანგძლივების საკითხს. როგორც ცნობილი ხდება, შტატების ინიციატივას მხარდაჭერა არ აქვს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანს არ მიუცია არცერთი მიზეზი ბრაიან ჰუკისთვის, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. თუმცა, ჰუკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ემთხვევა.

აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის მიზანია ირანისთვის იარაღის საერთაშორისო ემბარგოს ვადის გაგრძელება. ემბარგო, რომელიც ეტაპობრივად უნდა შერბილდეს 18 ოქტომბრის შემდეგ, წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის ნაწილს, რომელიც ზურგს უმაგრებს 2015 წელს ირანთან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის მიღწეულ ბირთულ შეთანხმებას. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე რუსეთი და ჩინეთი ირანისთვის ემბარგოს გახანგძლივებას ეწინააღმდეგებიან. მათ ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-ის უფლება, გამოიყენოს ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ აიძულოს სხვები, აღუდგინონ ირანს გაეროს სანქციები, რადგან ვაშინგტონი გამოეთიშა ბირთვულ შეთანხმებას.

თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ შეუშლის ირანს ხელს, იყიდოს და გაყიდოს იარაღი ემბარგოს პირობებში, ბოლოს და ბოლოს, აცხადებს ვაშინგტონი, ის გამოიყენებს მექანიზმს, რომელიც 2015 წლის შეთანხმებაშია და შესაძლებლობას იძლევა აღუდგინოს ირანს გაეროს ყველა ძველი სანქცია, რომელიც ამ შეთანხმებით გაუქმდა.

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეშფოთებული არიან ემბარგოს გაუქმებით, მაგრამ აცხადებენ, რომ შეეცდებიან კომპრომისის მიღწევას, რათა ირანმა მთლიანად არ დატოვოს ბირთვული შეთანხმება და არ იმოქმედოს მუქარის შესაბამისად, რომ გავა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG