ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის წინააღმდეგ ვაქცინა დადებით შედეგებს აჩვენებს


კიდევ ერთი ვაქცინა დადებით შედეგებს აჩვენებს კოვიდ19-თან ბრძოლაში.

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე დაიწყო და ცნობილი ხდება, რომ ადრეული მონაცემებით ვაქცინა დადებით შედეგებს აჩვენებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

ეს ვაქცინა ერთ-ერთია იმ 17 ვაქცინას შორის, რომელიც ადამიანებზე უკვე გამოიცადა. ამ დრომდე არცერთ ვაქცინაზე მუშაობა არ დასრულებულა. სპეციალისტები განაგრძობენ აქტიურ მუშაობას, რათა დროულად მოხდეს ახალი კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის შეჩერება.

პარმაცევტული ინდუსტრია ახლა ცდილობს გააფართოვოს ადამიანთა რაოდენობა, რომლებზეც ტესტირება გაგრძელდება. ამასთან, მათ უნდა გააგრძელონ დაკვირვება ვაქცინის მოქმედებაზე გრძელი პერიოდის განმავლობაში.

ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში კომპანიები გეგმავენ, წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზა შექმნან, ხოლო კიდევ 20 მილიარდი დოზა 2021 წლის ბოლოსთვის დაამზადონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG