ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ეუთო-ში სიტყვით გამოვიდა


სახელმწიფო მდინავი ჯონ ჯერი ეუთოში სიტყვით გამოდის

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) გამოსვლისას , ევროპელ კოლეგებს ავტორიტარიზმის საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. ეუთო-ს მინისტერიალის შეხვედრაზე კერიმ განაცხადა, რომ „ფანატიზმი, რეპრესია და განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობა არ უნდა იყოს მისაღები, ნებისმიერი გადახვევა ფუნდამენტური თავისუფლებებიდან ტირანიის შენებაზე დადებული აგურია“.

კერი ასევე შეეხო აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. მან ეუთო-ს მოუწოდა განაგრძოს მოლაპარაკებების წარმოება, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები მოინახოს. მან ასევე განაცხადა, რომ დროებითმა კონფლიქტმა არ უნდა შეაჩეროს უკრაინის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება.

XS
SM
MD
LG