ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ხვალ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს


მარცხნიდან მარჯვნივ: ნიუტ გინგრიჩი, კრის კრისტი და მაიკ პენსი.
მარცხნიდან მარჯვნივ: ნიუტ გინგრიჩი, კრის კრისტი და მაიკ პენსი.

პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო ნომინანტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის ვინაობას ნიუ-იორკში პარასკევს, დილის 11 საათზე გაამხელს. მნიშვნელოვანი ანონსი მან ტრადიციულად სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გააკეთა.

ტრამპის სიაში სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან: ინდიანის შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი კრის კრისტი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საპრეზიდენტო მარათონზე ყოფილ კონკურენტს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით არჩევანი მეტი ალბათობით პირველ ორ კანდიდატს შორის გაკეთდება. ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი პოლ მანაფორტი მხარს მაიკ პენსს უჭერს, მაშინ როცა ტრამპის ოჯახის წევრები უფრო ნიუტ გინგრიჩისკენ იხრებიან. თავად ტრამპი ბოლო დროს ხშირად ახსენებს კრის კრისტის. ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ კრისტი “ნამდვილი პროფესიონალი” და “კარგი ადამიანია”, რომელიც მას დიდი ხანია მოსწონს.

XS
SM
MD
LG