ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ ბერნი სანდერსის პოპულარობა კვლავ იზრდება


ახალი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ამერიკელების უმეტესი ნაწილი მზად არის, ხმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ კანდიდატს ბერნი სანდერსს მისცეს. 31 მარტიდან 4 აპრილამდე სააგენტო „ასოშეიტედ პრესმა“ 1000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. 21 პროცენტი ამბობს, რომ ხმას სენატორ ბერნი სანდერსს აძლევს, 41-მა კი თქვა, რომ ამას შესაძლებლად თვლის. მეორე ადგილზე 50-პროცენტიანი ჯამური მაჩვენებლით ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია.

რესპუბლიკელთა მხარეს სენატორ ტედ კრუზს და გუბერნატორ ჯონ კეისიქს თანაბრად 43-43 პროცენტი აქვთ. ბიზნესმენი დონალდ ტრამპი კი ამჯერად მხოლოდ 35 პროცენტს დასჯერდა. ერთადერთი, რაშიც მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა უდიდესი უმრავლესობა, ხმების 63 პროცენტი მოიპოვა, იყო კითხვა, თუ დანამდვილებით ვის არ მისცემდნენ ხმას ამომრჩევლები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG