ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინის პრაიმერიში კრუზმა და სანდერსმა გაიმარჯვეს


რესპუბლიკელი ტედ კრუზი და დემოკრატი ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიების ნომინაციის მოსაპოვებლად ფავორიტები არ არიან, მაგრამ გუშინ ორივე მათგანმა ვისკონსინის შტატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტედ კრუზმა ამომრჩევლის 48 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, რესპუბლიკური ამომრჩევლის ფავორიტმა დონალდ ტრამპმა კი 35. კრუზმა ვისკონსინში გამარჯვებას არჩევნებში გარდატეხის წერტილი უწოდა და დასძინა, რომ ის არა მხოლოდ პარტიის ნომინაციას მოიპოვებს, არამედ, ჰილარი კლინტონსაც დაამარცხებს. დონალდ ტრამპს გუშინ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი მესამე ადგილზე გავიდა.

ბერნი სანდერსმა ხმების 56 პროცენტით ჰილარი კლინტონი დაამარცხა. ვერმონტის სენატორისთვის ბოლო შვიდ პრაიმერიში ეს მეექვსე გამარჯვებაა. პრაიმერის შემდეგ არც ჰილარი კლინტონს გაუკეთებია საჯარო განცხადება. მან ბერნი სანდერსს გამარჯვება ტვიტერზე მიულოცა.

XS
SM
MD
LG