ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვა მზად არის პრეზიდენტს არ დაემორჩილოს


შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო აცხადებს, რომ პატიმრების მიმართ წამების მეთოდებს არ გამოყენებს, თუნდაც ბრძანება თავად ამერიკის პრეზიდენტისგან მოდიოდეს. სააგენტოს დირექტორ ჯონ ბრენანს კითხვა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენ-ბი-სიმ“ დაუსვა. ინტერვიუს ნაწილი ეთერში კვირას გავიდა.

წყლით დახრჩობის სიმულაციის გამოყენებით პატიმრების დაკითხვის თემა წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც რესპუბლიკელთა წამყვანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ „უარეს“ მეთოდებსაც გამოიყენებს. ანალოგიური რამ თქვა რესპუბლიკურ მარათონში მეორე ადგილზე მყოფმა სენატორმა ტედ კრუზმა. მისი განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად „დაკითხვის ნებისმიერ გაძლიერებულ მეთოდს“ გამოიყენებს. ამ კატეგორიაში გადიოდა წყლით დახრჩობის სიმულაციაც. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაკითხვის მსგავსი ტექნოლოგიები თეთრ სახლში მისვლისთანავე, 2009 წელს აკრძალა, განაცხადა რა, რომ მათი დიდი ნაწილი წამებას უდრის.

XS
SM
MD
LG