ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ქვეყანა აღარ იქნება


ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მიგრანტებს მოუწოდებს, ნუ გაემართებიან ევროპისკენ, იქნება ეს საბერძნეთი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რადგან ეს ქვეყნები “სატრანზიტო” ფუნქციას აღარ შეასრულებენ. დონალდ ტუსკმა ეს განცხადება დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან ათენში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტუსკი პრობლემის დეტალურად გაცნობისთვის საემიგრაციო კრიზისით მოცულ ევროპის და აზიის ქვეყნებში მოგზაურობს. საბერძნეთის შემდეგ ის თურქეთში, ანკარაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს ხვდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ევროპის კავშირის სახელმწიფოების და თურქეთის ერთობლივი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც ამ თემაზე ორშაბათს ბრიუსელში გაიმართება.

XS
SM
MD
LG