ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიოლნის ინციდენტში მიგრანტები მონაწილეობდნენ


გერმანიის ოფიციალური პირების ცნობით, კიოლნში ახალ წლებზე ქალებზე მომხდარ რამდენიმე თავდასხმაში მონაწილეთა უმეტესი ნაწილი უცხოური წარმოშობისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის ყველა ეჭვმიტანილი „ჩრდილოეთ აფრიკიდან და არაბული სამყაროს ქვეყნებიდანაა“.

გამოძიებას ამ ეტაპზე 19 ადამიანი ყავს დაკავებული. აქედან 14 მაროკოს ან ალჟირის მოქალაქეა. 10 ეჭვმიტანილს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნა აქვს გაგზავნილი, რომელთაგან 9 გერმანიაში 2015 წლის სექტემბრის შემდეგ შევიდა.

XS
SM
MD
LG