"აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს" - როიტერი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.

შეერთებული შტატები, პეკინის წინააღმდეგ, სანქციების პაკეტს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პოტენციური ამერიკული სანქციების მიზანია, ჩინეთის ტაივანში შეჭრის პრევენცია მოახდინოს. ამასთან, „როიტერის“ წყარო ამბობს, რომ ჩინთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად, ევროკავშირი ტაიპეის დიპლომატიური ზეწოლის ქვეშ იქნება.

ასევე ნახეთ: სი ძინ პინი პანდემიის შემდეგ ქვეყანას პირველად დატოვებს და უზბეკეთში პუტინს შეხვდება

როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მიერ, ჩინეთისთვის შესაძლო დამატებითი სანქციების სამიზნე, ჩინურ ტექნოლოგიებში, კომპიუტერული ჩიპები და ტელეკომის აღჭურვილობა, ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვაა. თუმცა, წყაროები შესაძლო სანქციების დეტალებზე არ საუბრობენ.

ანალიტიკოსთა ნაწილი, ჩინეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების შესაძლო სანქციების მიზანშეწონილობას, კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს.

„აშშ-ისა და მოკავშირეების ჩინეთის ეკონომიკასთან კავშირების გათვალისწინებით, ჩინეთზე სანქციების პოტენციური დაწესება ბევრად უფრო რთული საკითხია, ვიდრე სანქციები რუსეთზე“ - აცხადებს შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, ნაზაკ ნიკახტარი.

ასევე ნახეთ: "რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა" - ამერიკული დაზვერვა

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. გასულ თვეში მან კუნძულის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, ჩინური სამხედრო ხომალდები კი მათ არაფორმალურ საზღვაო საზღვრებს გასცდა. ამას წინ უსწრებდა ტაიპეიში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოფიციალური ვიზიტი, რაც პეკინმა პროვოკაციად შეაფასა.