ამერიკამ ირანის მთავარ დიპლომატს ვაშინგტონში ვიზიტზე უარი უთხრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშინგტონში ვიზიტის უფლება არ მისცეს. ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰინს სურდა გაეროს გენერალურ ასამბლეის შემდეგ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის დედაქალაქში გაემართა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მას ამის უფლება არ მისცა.

„მათ შემოიტანეს მოთხოვნა და ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა“,- თქვა უწყების პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე, მისი თქმით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაში ვიზიტით არ იმყოფებოდა და მისი ვიზა მხოლოდ გაეროში შეხვედრების გამართვას ითვალისწინებდა.

Your browser doesn’t support HTML5

ირანი, როგორც "საფრთხე" - როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს თეირანთან?

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივცეთ უფლება ირანის ოფიციალურ პირებს და უცხოური მთავრობების სხვა ჩინოვნიკებს გაემგზავრონ ნიუ-იოკრში გაეროში. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება მივცეთ მათ ვაშინგტონში გამგზავრების უფლება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მილერმა და განმარტა, რომ უარის თქმის საფუძველი ირანში არსებული ვითარებაა.

„ირანის მიერ ამერიკის მოქალაქეების უკანონო დაკავების, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს [სტატუსის] გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, არ იყო აუცილებელი და მიზანშეწონილი მათი მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა“- ამბობს ის.