ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს საგამოძიებო კომისია: რუსი ოკუპანტები სისტემატურად სიკვდილამდე აწამებდნენ ადამიანებს


25 სექტემბერს, გაეროს საგამოძიებო კომისიამ, რომელიც უკრაინის საკითხებს იძიებს და მისმა ხელმძღვანელმა ერიკ მოსემ გაეროს უფლებების საბჭოს განუცხადა, რომ რუსი ოკუპანტები სიკვდილამდე აწამებდნენ ადამიანებს და აუპატიურებდნენ ქალებს რუსი შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.

მათი დასკვნების მიხედვით, ხშირად, მოძალადეები ოჯახის სხვა წევრებს მსხვერპლის წამებას და გმინვას გვერდით ოთახიდან ასმენინებდნენ და რომ კომისიამ ასეთი ფაქტების სისტემატური და ხშირი ხასიათიც გამოავლინა.

ერიკ მოსემ აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ 19-დან 83 წლამდე ქალებზე.

ამ ფონზე, რუსეთი უარყოფს უკრაინაში სასტიკი ქმედებების ჩადენას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. კომისიის შეკითხვებს მოსკოვმა არ უპასუხა, და არც არავინ დასწრებია გაეროს კომისიის დასკვნების მოსმენას.

კომისიამ ადრე განაცხადა, რომ რუსი ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილი წამება შესაძლოა შეფასდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

XS
SM
MD
LG