ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიელი სეპარატისტების შესაძლო ამნისტირებას ესპანეთში პროტესტი მოჰყვა


მადრიდი, ესპანეთი. 2023 წლის 24 სექტემბერი.
მადრიდი, ესპანეთი. 2023 წლის 24 სექტემბერი.

ათობით ათასმა ესპანელმა, კვირას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის შესაძლო გეგმები გააპროტესტა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების წაგების შემდეგ, თანამდებობის შესანარჩუნებლად, სანჩესი კატალონიელი სეპარატისტების ამნისტირებას გეგმავს.

ოპოზიციურმა კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ(PP), საპროტესტო მსვლელობა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა, საბოლოოდ კი დემონსტრანტები მადრიდში შეიკრიბნენ. ხელისუფლების შეფასებით, საპროტესტო მარშში 40 000 ადამიანი მონაწილეობდა.

სანჩესს, რომელიც ივლისში გამართულ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, შეუძლია თანამდებობაზე დარჩეს, თუ კატალონიის დევნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მხარდაჭერას მოიპოვებს, რომლის პარტია Junts per Catalunya პარლამენტში შვიდ ადგილს იკავებს.

პუჩდემონმა, რომელიც ესპანეთში იძებნება რეგიონის გამოყოფის მცდელობისთვის, მოითხოვა სამართლებრივი მოქმედებების შეწყვეტა თანამოაზრე სეპარატისტების წინააღმდეგ, როგორც მისი მხარდაჭერის პირობა.

PP-ის ლიდერმა, ალბერტო ნუნეზ ფეიიომ, რომელმაც 23 ივლისს ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, განაცხადა, რომ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიას არ დაუშვებს.

სეპარატისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გაუქმება ნიშნავს ამნისტიის მინიჭებას „გადატრიალების შემსრულებლებისთვის“, განუცხადა მან მხარდამჭერებს მადრიდში გამართულ დემონსტრაციაზე.

XS
SM
MD
LG