პანდემიის გამო, ერთი თვის განმავლობაში გაჩერებული ამერიკის ეკონომიკა თანდათანობით ამუშავებას იწყებს. ამის პარალელურად, იცვლება ეკონომიკური მაჩვენებელი.
თუ აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეკორდულად მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელიც 14 პროცენტს აჭარბებდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაჩვენებელი შემცირდა და 13 პროცენტამდე დაიწია.
#JobsReport https://t.co/mEtuTZTiUm pic.twitter.com/IfBHbC1bIZ
— US Labor Department (@USDOL) June 6, 2020
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, სწორედ მაისში შეიქმნა ამერიკაში დამატებით 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად, შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც 13.3 პროცენტამდე.
მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა. რამდენიმე საათში კი პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრია."
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 5, 2020
ამავე დღეს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დახმარების ახალ პაკეტს მცირე ბიზნესების დასახმარებლად.
I just signed the Paycheck Protection Program Flexibility Act to further improve our VERY POPULAR AND SUCCESSFUL program to help small businesses. THANK YOU to our GREAT REPUBLICAN SENATORS! @senatemajldr @marcorubio @SenatorCollins @SteveDaines @SenThomTillis @SenCoryGardner pic.twitter.com/ooH0NclioX
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 5, 2020
სტატისტიკის მიხედვით ახალი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი, ტურიზმის სფეროზე, მშენებლობასა და ჯანდაცვის სფეროზე მოდის.
დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უმუშევართა რაოდენობის ზრდა აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები გახდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში უმშევართა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 21 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევარობის მაჩვენებელი 9.8 პროცენტით არის გაზრდილი.
ასევე ნახეთ: როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელთა ჩვევები?ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკების გახსნის გეგმა აპრილის თვის ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა. გეგმა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ინდივიდუალური შტატები შეზღუდვებს ახალი კორონავირუსის მონაცემების მიხედვით ხსნიან ან ძალაში ტოვებენ. ამ კვირიდან შეზღუდვები მცირედით შემსუბუქდა ნიუ-იორკის შტატშიც, სადაც შაბათს ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მონაცემები დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ: "პოლიციამ უნდა შეასრულოს თავის საქმე, მაგრამ ზედმეტი ძალა არ უნდა გამოიყენოს,"- ნიუ-იორკის გუბერნატორინიუ-იორკის შტატი, რომელიც ამერიკაში კოვიდ19-ის პანდემიის ეპიცენტრი, იყო პირველ ფაზაზე გადავიდა. შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს, რომ მონაცემები იწევს და რეკორდულად დაბალი მონაცემი შაბათს დაფიქსირდა, როცა ახალი კორონავირუსით შტატში 30 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ როცა აპრილში ნიუ-იორკის შტატში დღეში, საშუალოდ, 600 გარდაცვალების შესახებ ვიგებდით.