ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა მცირე ბიზნესების დახმარების კანონპროექტი ტრამპს გაუგზავნა


ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რეფორმას, რომელიც მცირე ბიზნესებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კორონავირუსის კრიზისის ფონდები უფრო მოქნილად გამოიყენონ.

წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტმა 471 ხმა მიიღო, ერთის წინააღმდეგ. ის სენატს გადაეცა და ახლა დონალდ ტრამპის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი, უკვე კანონად იქცევა.

კანონპროექტში ახალი ცვლილებების განხორციელება იმ მცირე ბიზნესების გადასარჩენად გახდა საჭირო, რომლებიც ვეღარ ახერხებდნენ, რომ კორონავირუსის დროს გადარჩენილიყვნენ. ახლა სესხები, რომელიც ასეთი ტიპის ბიზნესებზე გაიცემა, ბევრად უფრო მოქნილი და შეღავათიანი იქნება.

პრეზიდენტი ტრამპი სენატის შენობაში
პრეზიდენტი ტრამპი სენატის შენობაში

"ეს ცვლილებები ბიზნესების მფლობელებს საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს დახმარება უფრო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენონ, სესხის უფრო დიდი ნაწილი მოახმარონ არასახელფასო ხარჯებს (მაგალითად, ქირას) და ა.შ", თქვა სენატორმა ანგუს კინგმა, რომელიც უპარტიოა, თუმცა დემოკრატებს ემხრობა.

ორი ფაზისგან შემდგარი, მცირე ბიზნესების დასახმარებლად მომზადებული სახელმწიფო სტიმულირების პაკეტი, ჯამში 669 მილიონ დოლარს მოიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG