გერმანიაში სირიელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარასკევს სირიელ მამაკაცს გერმანულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას გასულ წელს ქ. დრეზდენში მომხდარ მკვლელობაში დაუმტკიცდა ბრალი.

ისლამისტური განწყობების მქონე 21 წლის ახალგაზრდა ტურისტებს დაესხა თავს. მან ერთი ადამიანი მოკლა და მეორე დაჭრა. სასამართლომ დაადგინა, რომ თავდამსხმელს ორივეს მოკვლის სურვილი ჰქონდა, რადგან მათ "ურჯულოებად" თვლიდა.

ასევე ნახეთ: ვენაში თავდამსხმელი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო

მკვლელის ვინაობა, პირადი ინფორმაციის დაცვის კანონის საფუძველზე, ბოლომდე არ მჟღავნდება. აბდულა ა. ჰ. ჰ. ციხეში სულ ცოტა 15 წელს დაჰყოფს, ამბობს საქსონიის შტატის უმაღლესი სასამართლოს პრესსპიკერი.

მანამდე, 2015 წელს, სხვა დანაშაულისთვის, სასამართლომ მას ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვა და რადიკალი ისლამისტის კლასიფიკაცია მიანიჭა. აბდულა ათასობით სხვა დევნილთან ერთად, გერმანიაში სირიიდან მოხვდა.

ასევე ნახეთ: პარიზში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაჭრილი, ეჭვმიტანილი დაკავებულია