ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაჭრილი, ეჭვმიტანილი დაკავებულია


პარიზის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ოთხი ადამიანი დაჭრა დანით, სატირული გაზეთის "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის მიმდებარედ.

პოლიციას, თავდაპირველად, ეჭვი ორ თავდამსხმელზე ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა. პოლიციამ ის ბასტილიის პლაზაზე, პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში დააკავა.

ჯერ უცნობია რა იყო თავდამსხმელის მოტივი და ჰქონდა, თუ არა ამ ქმედებას რამე კავშირი "შარლი ებდოს" საქმიანობასთან. ოფისი გაზეთმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისლამისტი ექსტრემისტები 2015 წელს ოფისს თავს დაესხნენ.

პოლიციას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია მსხვერპლების ვინაობასთან დაკავშირებით. მათგან ორი "უკიდურესად მძიმე" მდგომარეობაშია.

"შარლი ებდოში" მომხდარზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის სამს ბრალად თავდამსხმელების დახმარება ედება. 2015 წელს "შარლი ებდოს" თავდასხმაში დაღუპულების ქვრივები დღეს საღამოს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG